ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორმა, დიტერ კოსლიკმა ფესტივალის ჟიურის სრული შემადგენლობა დაასახელა.
კოსლიკის თქმით, წელს "ოქროსა" და "ვერცხლის დათვის" მფლობელებს რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი სიუზანა ბირი (დანია), რეჟისორი ანდრეას დრეზენი (გერმანია), კინოოპერატორი ელენ კურასი (აშშ), ფოტოხელოვანი და რეჟისორი შირინ ნეშატი (ირანი), მსახიობი ტიმ რობინსი (აშშ) და რეჟისირო ათენა ცანგარი (საბერძნეთი) გამოავლენენ. ჟიურის თავმჯდომარე კი ჩინელი რეჟისორი ვონგ კარ ვაი იქნება.
ასევე ცნობილი გახდა იმ სტუმრების ნაწილის შესახებ, რომლებიც "ბერლინალეს" დაესწრებიან. კოსლიკის განცხადებით, ესენი მეთ დეიმონი, ნიკოლას ქეიჯი, ჯუდ ლოუ, ჯერემი აირონსი, ენ ჰეთევეი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები იქნებიან. ორგანიზატორები ასევე იმედოვნებენ, რომ ფესტივალს დაესწრება შვედური კინოს ლეგენდა ანიტა ეკბერგი და იტალიელი მსახიობი იზაბელა როსელინი. ამ უკანასკნელს, გერმანელ რეჟისორთან როზა ფონ პრაუნჰაიმთან ერთად, ფესტივალის კინოში შეტანილი წვლილისთვის სპეციალურ პრიზი "კამერა ბერლინალე" გადაეცემა.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფორუმი, რომლის მთავარ კონკურსში წელს 19 ფილმი იქნება ნაჩვენები, 7-დან 17 თებერვლამდე გაიმართება.
მომზადებულია variety.com-ის მიხედვით.