ქვეყნების ორ მესამედზე მეტი თავდაცვის სექტორში კორუფციას ვერ აკონტროლებს

ქვეყნების ორ მესამედზე მეტი თავდაცვის სექტორში კორუფციას ვერ აკონტროლებს

მსოფლიო ქვეყნების ორ მესამედზე მეტი, მათ შორის იარაღით მოვაჭრე უდიდესი ქვეყნები, ვერ აკონტროლებს კორუფციას თავდაცვის სექტორში. "როიტერის" ცნობით, ასეთია საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-ის ანგარიშის შედეგი.

კვლევა 82 ქვეყანაში ორი წლის განმავლობაში ტარდებოდა. კვლევაში ქვეყნები შვიდ ჯგუფად A-დან (ძალიან დაბალი კორუფციული რისკის მქონე) F-მდე (კრიტიკული ზღვარი) არიან დაყოფილი.

ანგარიშის მიხედვით, გერმანია და ავსტრალია 82 ქვეყანას შორის ყველაზე ძლიერი ანტიკორუფციული მექანიზმებით გამოირჩევიან. 57 ქვეყანას კი, რაც ჯამში 70%-ია, კორუფციაზე სუსტი კონტროლი აქვს და კორუფციის მაღალი რისკით გამოირჩევიან.

დაბალი მაჩვენებელი აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არის: აშშ, ბრიტანეთი, შვედეთი და სამხრეთ კორეა; საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და პოლონეთი კი საშუალო რისკის მქონე ჯგუფში მოხვდნენ.

იარაღის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები - რუსეთი, ჩინეთი და ისრაელი კვლევის ავტორებმა კორუფციის მაღალი რისკის ქვეყნებს მიაკუთვნეს. ყველაზე ცუდად არმიის ბიუჯეტი 10 ქვეყანაში, მათ შორის, ეგვიპტეში, სირიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კონტროლირდება.

"თავდაცვის სექტორში არსებული კორუფცია საშიში და ძვირადღირებულია. კორუფციის გამო შესაძლოა, ჯარებმა დაზიანებული და გამოუსადეგარი საბრძოლო იარაღი მიიღონ. ყოველივეს გათვალისწინებით, სახელმწიფოების უმრავლესობა არაფერს აკეთებს კორუფციის აღსაკვეთად", - განაცხადა მარკ პაიმანმა, დიდი ბრიტანეთის Transparency International-ის დაცვისა და უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.

"როიტერის" ინფორმაციით, ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში თავდაცვის სექტორში კორუფციის მაჩვენებელი 20 მილიარდი დოლარით შეფასდა.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა