აშშ-ის სენატმა სენატორი ჯონ ქერი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა სენატორი ჯონ ქერი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა სენატორი ჯონ ქერი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

ჯონ ქერის, რომელიც მანამდე საგარეო ურთიერთობების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, სენატის 94-მა წევრმა დაუჭირა ხმა, წინააღმდეგი იყო - სამი.

"ბიბისი"-ს ინფორმაციით, 69 წლის ქერი 1985 წლიდან იყო მასაჩუსეტის შტატის სენატორი, 2004 წელს კი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა "დემოკრატების" მხრიდან. ის ასევე ვიეტნამის ომის მონაწილეა.

აშშ-ის ახლადარჩეული სახელმწიფო მდივანი ფიცის დადების შემდეგ, ამ თანამდებობაზე ჰილარი კლინტონს შეცვლის.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა