მარიამ საჯაია - "თურმე სააკაშვილი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი აღარაა"

მარიამ საჯაია - "თურმე სააკაშვილი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი აღარაა"

ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტარი მარიამ საჯაია "ფეისბუქში" გამოქვეყნებული საკუთარი პოსტის გამო მისი მისამართით უმრავლესობის წევრთა საყვედურებს პასუხობს.

"უმრავლესობას ალასანიას გაკიცხვა არ გაუკვირდა, რადგან ჩვევაში ქონია, მაგრამ მე მაინც გაკვირვებული დავრჩი, როცა მე გადმომწვდნენ გუშინდელი ჩემი პოსტის გამო. მათი საყვედურები პასუხის მოთხოვნის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არ ვიცი ყურსასმენებში რა ისმოდა, მაგრამ მე ჩემი ყურით მოსმენილზე დამატებით მტკიცებები არ მჭირდება.

დღეს, სხვა უამრავ საოცრებასთან ერთად, ისიც გავიგე ჩემი ყურით, რომ თურმე სააკაშვილი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი აღარაა :). იუსტიციის მინისტრის განცხადება კი, რომ "სასამართლო ოპოზიციაშია" ევროპელების მთავარი გაკვირვების საგნად იქცა. ამასთანავე გამოითქვა დაინტერესება მომავალი თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ყველაზე მეტად კი სავიცკის შემაჯამებელი სიტყვა მენიშნა - დღეს ხელისუფლებაში მყოფი, ხვალ შესაძლოა ოპოზიციაში აღმოჩნდეს და პირიქით.

არ ვიცი ვინ რა გაიგო ამ სიტყვებით ყურსასმენებში :)", - წერს საჯაია.

ორი დღის წინ მარიამ საჯაიამ, რომელიც ამჟამად სტრასბურგში იმყოფება, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საზოგადოებას ამნისტიის კანონის მიმართ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული და მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელთა დამოკიდებულება გააცნო. როგორც ჩანს, საკუთარი პოსტის გამო პარლამენტარმა უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან საყვედურები მიიღო, თუმცა მათ კონკრეტულ ვინაობას საჯაია არ ამხელს.

იხილეთ ასევე: "მარიამ საჯაია - ევროსაბჭოს კომიტეტების წარმომადგენლები ამნისტიის კანონის გამო შეშფოთებულნი არიან"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს