ანა ვინტურის საყვარელს სახელმწიფოს 1 მლნ მართებს

ანა ვინტურის საყვარელს სახელმწიფოს 1 მლნ მართებს

ამერიკული VOGUE-ს რედაქტორის ანა ვინტურის საყვარელს, მილიონერ შელბი ბრაიანს სახელმწიფოს ვალი აქვს. როგორც მედია იუწყება, ბიზნესმენს საგადასახადო სამსახურის 1 მლნ დოლარი მართებს.

პრესის ცნობით, ბრაიანის ვალი რამდენიმე წლის განმავლობაში გროვდებოდა. ის თავს არიდებდა ტეხასში მისი უძრავი ქონების და მის კუთვნილებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიის გადასახადების გადახდას.

ბიზნესმენმა განაცხადა, რომ სიამოვნებით დაფარავდა ვალს, ფული რომ ჰქონდეს, თუმცა ამ დროისთვის მის კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს.

დაეხმარება თუ არა საყარელს ანა ვინტური, რომლის ანგარიშზე საკმაოდ დიდი თანხა ირიცხება, უცნობია.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება