ნიკოლ კიდმანი ბოტოქსზე უარს ამბობს

ნიკოლ კიდმანი ბოტოქსზე უარს ამბობს

მსახიობი ნიკოლ კიდმანი ბოტოქსის წყალობით უხერხულ სიტუაციაში არაერთხელ ჩავარდნილა. პაპარაცებმა კიდმანი რამდენჯერმე გადაიღეს გაყინული სახით. ვარსკვლავმა პლასტიკურ ქირურგებთან ვიზიტზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მთელი სახე ნაოჭებით რომ აევსოს, ბოტოქსით აღარასდროს ისარგებლებს.

"პლასტიკური ქირურგები აღარ მიხსენოთ. ბოტოქსისგან საბოლოოდ გავთავისუფლდი; ბედნიერი ვარ, რომ სახეს მიმიკები დაუბრუნდა. ვთვლი, რომ სრულყოფილად ბუნებრივი ვარ. არ მიყვარს გარუჯული ქალები და თეთრი ფერის კანს ვანიჭებ უპირატესობას, შესაბამისად, მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ლოსიონებით მუდმივად ვსარგებლობ", - განაცხადა მსახიობმა იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მომზადებულია La Repubblica-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: ნიკოლ კიდმანი - გლამურული მეძავი V magazine-ის ფოტოსესიაში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება