ჯასტინ ბიბერი თაყვანისმცემელს მკერდზე ეფერებოდა

ჯასტინ ბიბერი თაყვანისმცემელს მკერდზე ეფერებოდა

ახალგაზრდა მომღერალი, ჯასტინ ბიბერი ყოველთვის გამოირჩეოდა თაყვანისმცემლებისადმი თბილი დამოკიდებულებით, თუმცა ამჯერად 18 წლის ვარსკვლავს "ზედმეტი მოუვიდა". პაპარაცებმა ბიბერი მაშინ გადაიღეს, როდესაც ვარსკვლავი ფანს მკერდზე ეფერებოდა.

ჯასტინი და მისი თაყვანისმცემელი გოგონა მაიამიში, ერთ-ერთ წვეულებაზე იყვნენ. ფოტოზე კარგად ჩანს, როგორ ეხება ბიბერი გოგონას მკერდს. როგორც ჩანს, ჯასტინის ფანი კერპისგან ასეთ სითამამეს არ ელოდა. გოგონა ფოტოზე უხერხულად იღიმება.

მოგვიანებით ფოტო ჯასტინის ფან-კლუბის საიტზეც განთავსდა, თუმცა მალევე წაშალეს. სურათი ინტერნეტში გავრცელდა და დიდი სკანდალიც გამოიწვია. მას თავად ბიბერის წარმომადგენელიც გამოეხმაურა.

"მსგავსი არაფერი მომხდარა, ჯასტინი იმ გოგონასგან მოშორებით იდგა. ეს უბრალოდ უაზრობაა", - განაცხადა 18 წლის მომღერლის წარმომადგენელმა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება