ბარბარა სტრეიზანდი "ოსკარის" ცერემონიალზე იმღერებს

ბარბარა სტრეიზანდი "ოსკარის" ცერემონიალზე იმღერებს

ვარსკვლავები ბარბარა სტრეიზანდი და ადელი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალზე იმღერებენ.

70 წლის ბარბარამ ჟურნალისტებს გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად უკვე დაუდასტურა და განაცხადა, რომ 36 წლის შემდეგ ამ ცერემონიალზე სიმღერა მისთვის დიდი პატივია. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმღერას შეასრულებს ბარბარა.

ადელი საზოგადოებას აგენტ ჯეიმს ბონდზე გადაღებულ ბოლო ნამუშევარში "Skyfall"-ში შესრულებულ საუნდტრეკს შესთავაზებს.

"გრემისა" და "ოსკარის" მფლობელმა სტრეიზანდმა შეერთებულ შტატებში 70 მლნ-ზე მეტი ალბომი გაყიდა. მათ შორის ყველაზე პოპულარული იყო ალბომი "What Matters Most", რომელიც "გრემის" ნომინაციაზე წარადგინეს.

შეგახსენებთ, "ოსკარის" რიგით 85-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია 24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, "დოლბის" თეატრში გაიმართება.

მომზადებულია i4u.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება