რიანამ დაადასტურა, რომ კრის ბრაუნს დაუბრუნდა

რიანამ დაადასტურა, რომ კრის ბრაუნს დაუბრუნდა

ბარბადოსელმა მომღერალმა, რიანამ ჟურნალ Rolling Stone-ის ახალი ნომრის გარეკანი დაამშვენა. ვარსკვლავმა გამოცემასთან ოფიციალურად დაადასტურა, რომ ყოფილ საყვარელს, კრის ბრაუნს შეურიგდა.

2009 წელს, მას შემდეგ, რაც ბრაუნმა რიანა სცემა, არავის ეგონა, რომ წყვილი როდესმე კვლავ ერთად იქნებოდა, ამიტომ ამ ფაქტმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. Rolling Stone-თან საუბრისას რიანამ აღნიშნა, რომ მისი და კრისის ახალი ურთიერთობა საგრძნობლად განსხვავდება იმისგან, რაც ადრე იყო.

"მინდოდა, რომ ეგრძნო, როგორია ჩემი დაკარგვა. მინდოდა გაეგო მისი საქციელის შედეგი", - აცხადებს ვარსკვლავი.

როდესაც ვარსკვლავმა გადაწყვიტა კრისთან შერიგება, მან იცოდა, რომ ფანები, მეგობრები და პრესა ამის გამო გააკრიტიკებდნენ, თუმცა გადაწყვიტა, გულის ძახილს გაჰყოლოდა.

"გადავწყვიტე, რომ ჩემთვის უმთავრესია ჩემი ბედნიერება და სხვისი აზრი არ მაინტერესებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს შეცდომაა, ეს მხოლოდ ჩემი შეცდომაა", - აღნიშნავს ვარსკვლავი.

მომზადებულია Rolling Stone-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:

- რიანა "ცუდი გოგონას" იმიჯით - სუპერსექსუალური ფოტოსესია Complex magazine-ისთვის

-რიანას "ბრილიანტები" - მომღერლის ახალი ვიდეო Diamonds

-Red-Hot Rihanna - ბარბადოსელი ლამაზმანის შთამბეჭდავი ფოტოსესია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება