ბრიტანელები პარტნიორს დევიდ ბექჰემთან და მეგან ფოქსთან უღალატებდნენ

ბრიტანელები პარტნიორს დევიდ ბექჰემთან და მეგან ფოქსთან უღალატებდნენ

ბრიტანელების უმეტესობა პარტნიორს მეგან ფოქსთან ან დევიდ ბექჰემთან უღალატებდა. გამოკითხვა hushhush.com-მა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 2042-მა ადამიანმა მიიღო, რომელთა ასაკი 18-40 წელი იყო. მათმა 54%-მა აღიარა, რომ არსებობენ ვარსკვლავები, რომელთან სექსს ღალატად არ თვლიან.

ვარსკვლავ მამაკაცთა სიაში, რომელთანაც ბრიტანელი ქალების უმეტესობა პარტნიორს უღალატებდა, პირველი ადგილი დევიდ ბექჰემმა დაიკავა, მან ხმათა 36% აიღო. საპატიო სამეულში მოხვდნენ რაიან გოსლინგი (32%) და ჯონი დეპი (29%).

სიაში მოხვდა პრინცი ჰარიც, რომელმაც ხმათა 22% დააგროვა.

რაც შეეხება ქალებს, პირველ ადგილზე 33%-ით მეგან ფოქსი გავიდა. მეორე ადგილი ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანს ერგო. მასთან პარტიორს ბრიტანელი მამაკაცების 31% უღალატებდა. სიაში მოხვდნენ სოფია ვერგარა -18%, მირანდა კერი -19%, ევა ლონგორია -16% და მილა კუნისი -13%-ით.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება