Pussy Riot-ის ერთ-ერთი წევრი საავადმყოფოში მოათავსეს

Pussy Riot-ის ერთ-ერთი წევრი საავადმყოფოში მოათავსეს

რუსული პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის ერთ-ერთი წევრი ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, რომელიც სასჯელს რუსეთის ციხეში იხდის, ჰოსპიტალიზირებულია.

Times Live-ის ინფორმაციით, როგორც ციხის ადმინისტრაცია აცხადებს, ტოლოკონიკოვა შეუძლოდ გახდა, თავის ტკივილს უჩიოდა და რუსეთის დასავლეთით, მორდვეთის კლინიკაში მოათავსეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ნადეჟდა ტოლოკონიკოვასთან ერთად, საპატიმროში სასჯელს იხდის ჯგუფის კიდევ ერთი წევრი ეკატერინა სამუცევიჩი, რომელმაც ტელეკომპანია "დოჟდთან" საუბარში დაადასტურა, რომ ტოლოკონიკოვას მართლაც თავის ტკივილები აწუხებდა.

ფემინისტური პანკ-ჯგუფი Pussy Riot-ი რუსეთში გასულ წელს მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში შევარდნისა და იქ გამართული პანკ-ლოცვისთვის "ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი" დააკავეს და მათ ორ-ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯგუფის მესამე წევრი მარია ალიოხინა სასჯელს ქალაქ ბერეზნიკის მახლობლად მდებარე ქალთა კოლონიაში იხდის.

მომზადებულია Times Live-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება