ეშტონ კატჩერი სტივ ჯობსს გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა

ეშტონ კატჩერი სტივ ჯობსს გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა

ცნობილმა მსახიობმა ეშტონ კატჩერმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" მისი და სტივ ჯობსის გაერთიანებული ფოტო გამოაქვეყნა. სურათზე ეშტონს გადასაღები მოედნისთვის განკუთვნილი გრიმი აქვს გაკეთებული და მის პერსონაჟს, სტივ ჯობსს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.

ფოტოს ქვეშ მსახიობმა მადლობა გადაუხადა სანდენსის ფესტივალს ფილმ "ჯობსის" მხარდაჭერისთვის. ამ როლს ეშტონი განსაკუთრებული ენთუზიაზმით და სერიოზულობით მიუდგა.

მსახიობმა თავიდან ბოლომდე შეისწავლა apple-ს დამფუძნებლის ბიოგრაფია, ფოტო და ვიდეო მასალა და სტივ ჯობსის ხილის დიეტაც მოსინჯა, რის გამოც საავადმყოფოშიც კი მოხვდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება