ვარსკვლავები უხერხულ სიტუაციაში

ვარსკვლავები უხერხულ სიტუაციაში

ვარსკვლავებს ხშირად ავიწყდებათ, რომ პაპარაცები ყველგან ჩასაფრებულები არიან. ჟურნალმა The Sun უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილი ვარსკვლავების კადრები გამოაქვეყნა.

ლიდერის პოზიცია მომღერალ ჯასტინ ტიმბერლეიკისა და მსახიობ მილა კუნისის ფოტოს ერგო.

ფოტოსურათი მუსიკალური დაჯილდოების MTV Music Awards-ის ცერემონიალზე შარშან არის  გადაღებული. ფოტოზე ჯასტინი კუნისის მკერდს ეხება, ხოლო მილა - ტიმბერლეიკის სასქესო ორგანოს. ფოტოსურათმა თითქმის ყველა გავლენიანი გამოცემის გარეკანი მოიარა, მაგრამ მილამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

"გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ ერთმანეთს არ ვხვდებით. მე და მილას მხოლოდ პლატონური ურთიერთობა გვაქვს და სწორედ ამიტომ გავბედე", - თავი იმართლა ჯასტინმა.

ამ მხრივ რამდენიმე დღის წინ "თავი გამოიჩინა" თინეიჯერების კერპმა, 18 წლის ჯასტინ ბიბერმა.

პაპარაცებმა ბიბერი მაშინ გადაიღეს, როდესაც ვარსკვლავი ფანს მკერდზე ეფერებოდა. როგორც ჩანს, ჯასტინის ფანი კერპისგან ასეთ სითამამეს არ ელოდა. გოგონა ფოტოზე უხერხულად იღიმება.

ჯასტინს თავის მართლება მოუწია, მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვარსკვლავის დასაცავად განცხადებაც კი გააკეთა.

"მსგავსი არაფერი მომხდარა, ჯასტინი იმ გოგონასგან მოშორებით იდგა. ეს უბრალოდ უაზრობაა", - განაცხადა 18 წლის მომღერლის წარმომადგენელმა.

მსახიობი ევა ლონგორია გულახდილი სამოსისადმი სიყვარულის გამო უხერხულ სიტუაციაში არაერთხელ ჩავარდნილა. ვარსკვლავის დეკოლტეზე ჰოლივუდში ლეგენდები კი დადის, მაგრამ ეს ფოტოსურათი სხვა კადრებისგან იმით გამოირჩევა, რომ ევას პაპარაცებისგან ვიქტორია ბექჰემი იცავს.

ვიქტორია და ევა ერთგული დაქალები არიან და გლამურულ ღონისძიებებსაც ერთად სტუმრობენ. ფოტო ჟურნალ Vanity Fair-ის ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოზეა გადაღებული. ყველასთვის მოულოდნელად ლონგორიას კაბა ჩაეწია და მკერდი გამოუჩნდა, ვიქტორიამ ჩასაფრებული ფოტოგრაფი შენიშნა და მეგობარს მკერდზე ხელი ააფარა.

კოლეგებს არც მომღერალი რიანა ჩამორჩება.

რიანამ და რეპერმა A$AP Rocky  VMA-ს ღონისძიებაზე, სცენაზე ნამდვილი ეროტიული თამაშები მოაწყვეს. რიანა და რეპერი სიმღერას Cockiness-ს მღეროდნენ. თუმცა საზოგადოების ყურადღება არა მელოდიამ, არამედ მომღერლების საქციელმა მიიპყრო. მოგვიანებით რეპერმა განაცხადა, რომ რიანას სილამაზით ისე დაიბნა, ვერც კი გააცნობიერა, როგორ შეეხო კოლეგის უკანალს. რიანამ რეპერის მოშორება სცადა და სიმღერა მშვიდად გააგრძელა. ამ ყველაფერს რიანას საყვარელი, კრის ბრაუნი დარბაზიდან ადევნებდა თვალს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება