რატომ თქვა კახა კინწურაშვილმა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობაზე უარი

რატომ თქვა კახა კინწურაშვილმა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობაზე უარი

მსახიობმა კახა კინწურაშვილმა მკითხველის მიერ გამოგზავნილ საინტერესო წერილებს ვფიქრობ, გულწრფელად უპასუხა. მას არც კი უცდია, რომელიმე კითხვისთვის აერიდებინა თავი. "გაიქაჩა" თუ არა კახა მშობლების დახმარებით, აქვს თუ არა ურთიერთობა სოხუმელ, ბავშვობის დროინდელ მეგობრებთან, რას ნიშნავს მისთვის ვირტუალური ურთიერთობა? - ამ და სხვა კითხვებზე თავად მსახიობი გვპასუხობს (სტილი დაცულია).

წრიპა, 13 წლის:

"კახა, ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ. ამას წინათ მეგობრებს ვუთხარი: ფული შევაგროვოთ და თეატრში წავიდეთ, იქნებ იქ კახა გავიცნოთ-მეთქი. დამეთანხმნენ, მაგრამ თეატრში მოსვლას თავი ვერ მოვაბით. მერე ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ კინომსახიობთა თეატრში მსახიობებთან შეხვედრა ეწყობა ხოლმე. საინტერესოა, ფანებს შენთან ასეთი პაემნის საშუალება თუ მოგვეცემა? პასუხისთვის წინასწარ გიხდი მადლობას!"

კახა კინწურაშვილი:

- მიხარია, რომ შენ და შენი მეგობრები თეატრით დაინტერესდით. სპექტაკლებზე დასწრება თუ მართლა გინდათ, შემიძლია, ბილეთები გიშოვოთ. შეხვედრას რაც შეეხება: მე მუსკომედიის მსახიობი ვარ და ჩვენთან ასეთი შეხვედრები არ იმართება; რომც იმართებოდეს, არა მგონია, დიდი აუდიტორია შემეკრიბა. ასე რომ, შენთვის მხოლოდ ბილეთებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! შოვნა შემიძლია :)).

ქეთათო, 15 წლის:

"გამარჯობა. მინდა, კახას რჩევა ვთხოვო: ჩემი შეყვარებულიც სოხუმელია; უფრო სწორედ - თავად ამბობს, სოხუმელი ვარო, თორემ იქაურობის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ის ჩემზე 4 წლით უფროსია და აპირებს, საქართველოს როგორც ჯარისკაცი, ემსახუროს. მე კი მინდა, სხვა პროფესიას დაეუფლოს. არ მინდა, მთელი ცხოვრება იარაღი ეკავოს ხელში, მე კი იმის შიშით ვიცხოვრო, ვაიდა, ახლა არ მოკლან-მეთქი. როგორც ამბობს, რუსებზე უნდა იძიოს შური; იმასაც ამბობს, რომ ოდესმე ის და მისნაირი ქართველები სოხუმს დაიბრუნებენ, მერე კი მომიტაცებს და საცხოვრებლად "მწვანე" ქალაქში წამიყვანს. ჰოდა, არ ვიცი, როგორ ავუხსნა, რომ ეს ყველაფერი ფუჭი ოცნებაა; რომ სამშობლოს სიყვარული მხოლოდ იარაღის ჟღარუნში არ გამოიხატება; რომ რეალობას არ უნდა მოსწყდეს და სხვა პროფესია აირჩიოს. იმედი მაქვს, კახა კარგ რჩევას მომცემს და პრობლემის გადაჭრაში დამეხმარება..."

კახა კინწურაშვილი:

- ყველა იმ წერილიდან და კითხვიდან, რაც "გზის" მკითხველებმა მომწერეს, პასუხის გაცემა მხოლოდ შენს კითხვაზე მიჭირს. რატომ? - იმიტომ, რომ არ ვიცი, რამდენად საჭიროა ჩემი მოსაზრების დაფიქსირება შენი შეყვარებულის საქციელის მიმართ! თუმცა, რადგან მეკითხები, გიპასუხებ, მაგრამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე მინდა, ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო ზოგადად, შენი დამოკიდებულების მიმართ. ასაკის მიუხედავად, გარკვეული გაქვს საყვარელი ადამიანის როლი შენს ცხოვრებაში და კონკრეტული მოქალაქეების როლი სახელმწიფოებრიობის შემეცნებაში!..

ჩემი სუბიექტური აზრით, შენი შეყვარებულის დამოკიდებულება რუსების მიმართ და ფიქრი შურისძიებაზე, სხვებისგან თავს მოხვეული აზრია (უფროს თაობას ვგულისხმობ) და შესაბამისად, შურისძიების სურვილი მას სამომავლოდ, სწორი ანალიზის გაკეთებაში შეუშლის ხელს. იმაში, რომ სურს, პროფესიად ჯარისკაცობა გაიხადოს, ცუდს ვერაფერს ვხედავ და მივიჩნევ, რომ პროფესიის არჩევის დროს პიროვნებაზე ზეგავლენა არავინ არ უნდა მოახდინოს! იმედს ვიტოვებ, რომ შენი გონიერება და რჩეულის მიმართ შენი სიყვარული ორივეს დაგეხმარებათ, უფრო ფხიზელი თვალით შეხედოთ რეალობას, წარსულს და მომავალსაც.

მარიამი, 16 წლის:

"როგორც მსახიობი, ტელეეკრანიდან გაგიცანი. ვერ ვიტყვი, რომ შენზე, როგორც არტისტზე ვგიჟდებოდი, მაგრამ მერე, მშობლების დახმარებით თეატრში ამოვყავი თავი და მივხვდი, რომ კარგი მსახიობი ხარ... შენზე სხვა თითქმის არაფერი ვიცოდი. ჟურნალ "გზაში" დაბეჭდილი სტატიის კითხვისას კი მივხვდი, რომ ყველაფერთან ერთად, ღირსეული ადამიანი, კარგი ტიპი ხარ. ჰოდა, მინდა წარმატებები გისურვო არა მარტო "პირადში", არამედ შემოქმედებაშიც. გაიხარე და ჩვენც, მაყურებელებიც გაგვახარე :))".

კახა კინწურაშვილი:

- მარიამ, დიდი მადლობა გულწრფელობისთვის! მაქსიმალურად შევეცდები, ჩემს პროფესიაში "გავღრმავდე" და საინტერესო ვიყო როგორც მსახიობი! მეც ყველაფერში წარმატებებს გისურვებ!

გიჟი პატრიოტი, 18 წლის:

"გამიგონია: თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმებაო. ასე რომ, კახას ომში წასვლა გულით რომ ნდომოდა, იარაღის გარეშეც, მანამდე გავიდოდა ქალაქიდან, ვიდრე ომი დამთავრდებოდა. ისე მოიქცეოდა, როგორც ჩემი ძმა მოიქცა - ის "ცარიელი" ხელებით გაიქცა ომში, თუმცა სამწუხაროდ, უკან დაჭრილი ჩამოიყვანეს. ასე რომ, არ გვინდა ეს ვითომდა გმირობის მცდელობები. ვთქვათ ის, რაც სიმართლეა... კახა, მეც ვაპირებ ჯარისკაცობას და ის, რაც ზემოთ ვთქვი, ცუდად არ გამიგო. უბრალოდ, ასეთი რამ ბევრისგან მსმენია, მაგრამ ყველა ნამდვილად არ აპირებდა იქ წასვლას... საერთოდ, მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა სალაპარაკო გაქვს, თუ არა და, "მინდოდა", "მსურდა" და მსგავსი რაღაცების თქმას აზრი არა აქვს. ზუსტად ვიცი, იმ დღეებში შენც ძალიან განიცდიდი ყველაფერს ისევე, როგორც მე, რადგან ერთ ბედქვეშ ვიყავით: ჩვენი ძმები "ცხელ" ადგილას იყვნენ და მათ დასახმარებლად ვერაფერს ვაკეთებდით, ეს კი საშინელი განცდაა, მაგრამ გმირობის ჩადენა რომ გინდოდა და არ გამოგივიდა, ამაზე არ უნდა ილაპარაკო... ბოდიში, თუ გაწყენინე. საერთოდ, ვერავინ მიგებს და ისიც ვიცი, რომ ამ მესიჯს ან რედაქციაში "დაბლოკავენ", ან წაგაკითხებენ და არ დაბეჭდავენ, რადგან პასუხის გაცემას არ მოინდომებ, მაგრამ მე მაინც გწერ. წარმატებები, ძამიკო! იცოდე, როგორც მსახიობს, ძალიან გაფასებ".

კახა კინწურაშვილი:

- ვიდრე ჩემ შესახებ შენს მოსაზრებას წავიკითხავდი, მანამდე შენმა სახელმა მომხიბლა, წერილის წაკითხვის შემდეგ კი შენთვის პასუხის გაცემის სურვილიც გამიჩნდა. პირველ რიგში, დიდი მადლობა გულწრფელობისთვის. მე არ ვიცი, რამდენად გადმოვეცი ჩემი აზრი ომთან დაკავშირებით და არც ის ვიცი, ჟურნალის ფურცლებიდან რამდენად ზუსტად გადმოიცა ის, რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ საპასუხოდ გეტყვი (და არა თავის სამართლებლად), რომ მე ჩემი განცდები დავაფიქსირე და გამოხატვის დროს არც ერთი წამით არ მინდოდა, ეს ყველაფერი მკითხველს ჩემს გმირობად აღექვა... რაც შეეხება განცდებს: ომის ამბებს ყოველთვის უფრო მეტად განვიცდიდი და ახლა კიდევ უფრო მეტად განვიცდი, ვიდრე ეს სტატიებსა თუ წერილებში ჩანს!

ორჯონიკიძე, 17 წლის:

"რა უცნაურია ეს ყველაფერი... ბევრ ისეთ ადამიანს ვიცნობ, ვისაც ამ ცხოვრებაში "საგანგაშო" პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ ამბობს, რომ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც დეპრესია გარდაუვალია. ამბობენ, რომ ერთფეროვანი ყოველდღიურობით დაიტანჯნენ, რომ საქართველოში ჭკვიან ადამიანებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ... კახას ინტერვიუ ვინც წაიკითხა, მიხვდება, თუ რას ნიშნავს ნამდვილი პრობლემა. ეს ბიჭი კი ძლიერი ნებისყოფის ადამიანი ყოფილა, სულით რომ არ დაეცა და შერჩა იმის უნარი, რომ ომის კადრების "რეალში" ყურების შემდეგ დეპრესიული არ გახდა. პირიქით - მან ყურები კი არ ჩამოუშვა, არამედ კარიერის ასაწყობად (შეიძლება, ვიღაცების დახმარებით, მაგრამ მაინც, ყოჩაღ!) ყველაფერი გააკეთა, უცხო ქალაქში გზა გაიკვალა და "ბირჟაზე" მდგომმა, სხვების მსგავსად, ნარკოტიკებით კაიფი კი არ დაიწყო, არამედ ღირსეულად გააგრძელა ცხოვრება. მოკლედ, კარგი კაცი ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვის გამოსავალს. კახა, არ მეთანხმები? წარმატებები!"

კახა კინწურაშვილი:

- ადამიანი, რომელიც ცხოვრებას ფხიზელი თვალით უყურებს, ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვის გამოსავალს! დიდი მადლობა, ორჯონიკიძევ :))!

ბასტი, 17 წლის:

"კახა, შენზე ამბობენ, რომ ფულიანი მშობლები გყავს და მათი წყალობით "გაიქაჩე". ეს სიმართლეა?.. ისე, ძალიან მაინტერესებს, შენი ძმა ახლა რას აკეთებს, სად მუშაობს? დედა ისევ პედაგოგია თუ დიასახლისობს? P.S. და კიდევ, მსახიობებს ფულს კარგად გიხდიან? არტისტის ხელფასი ოჯახის სარჩენად კმარა? თუ კითხვებზე გულწრფელ პასუხს გამცემ, დიდი მადლობა, მაგრამ თუ გულწრფელობა შენთვის უცხო რამ არის, ჯობია, საერთოდ არაფერი მიპასუხო. ძალიან მიყვარხარ და "გზის" ფურცლებიდან ბევრს გკოცნი..."

კახა კინწურაშვილი:

- ბასტი, ვინც ჩემს ოჯახს იცნობს, ის ნამდვილად ვერ გეტყოდა ამ ყველაფერს :)). დღესდღეობით, ჩემ გარდა, ჩემი ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია. ასე რომ, დასკვნების გაკეთებას შენ განდობ. "გაქაჩვასთან" დაკავშირებით გეტყვი, რომ თუ ამ ცხოვრებაში რამესთვის მიმიღწევია (ამას თუ მიღწევა ჰქვია...), გულწრფელად გეუბნები, ეს ყველაფერი ჩემი პიროვნული რესურსებისა და შრომის დამსახურებაა! მსახიობების ანაზღაურებას რაც შეეხება: სამწუხაროდ, ქართველებს არტისტობაში სიმბოლურ თანხას გვიხდიან და ამიტომაც, ისევე, როგორც ყველას, მეც მიწევს ერთდროულად რამდენიმე ადგილას მუშაობა. მაგალითად, ამა თუ იმ ფილმის გახმოვანება, ტელევიზიაში რაღაც საქმის გაკეთება და ა.შ. დიდი მადლობა ამ წერილისთვის...

მისტერ მაქსი, 16 წლის:

"პრივეტ". კახასთან ერთი კითხვა მაქვს: მართალია, რომ მარიამ ჯოლოგუაზე უიმედოდ იყავი შეყვარებული? ახლა არ იფიქრო, რომ ერთი უსაქმური და ჭორიკანა ბიჭი ვარ, მაგრამ ეს მართლა მაინტერესებს და იცი, რატომ? - მარიამი ძალიან მომწონს. მაინტერესებს, რა მასტია? ჰოდა, თუ მასზე ვიღაცას რაღაცის თქმა შეუძლია (არ აქვს მნიშვნელობა, კარგის თუ ცუდის), მარიამზე ახალი ინფორმაციის გაგების შანსს ხელიდან არ ვუშვებ. კახა, როგორი ადამიანია მარიამი და ახლა მასთან როგორი ურთიერთობა გაქვს? მის მეუღლეს თუ იცნობ?... კიდევ ბევრი რამ მაინტერესებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ მიპასუხებ. იმისთვისაც დიდ მადლობას გიხდი წინასწარ, თუ ჩემს ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებ და რაც უკვე გკითხე, იმაზე გამცემ პასუხს..."

კახა კინწურაშვილი:

- მარიამს, მის მეუღლეს და მთელ მის ოჯახს ვიცნობ; თითოეულ მათგანზე ძალიან დადებითი აზრის ვარ. აქ მეტის თქმა უადგილოა და ცოტა არ იყოს, ჭორაობას დაემსგავსება. ამიტომ აქ შევჩერდეთ!

მარი, 18 წლის:

"კახა ძალიან მაგარი ბიჭი და ძალიან მაგარი მსახიობია. მიხარია, რომ მისი ოჯახი საცხოვრებლად ყაზახეთში არ დარჩა, რომ უცხო ქვეყანაში კარგად ცხოვრებას, სამშობლოში ყოფნა არჩიეს... მაინტერესებს, მის შემოქმედებით ცხოვრებაში რა სიახლეა? რომელიმე ახალ სპექტაკლზე ხომ არ მუშაობს? კინწურაშვილი ძალიან მომეწონა "ჰამლეტში" და იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მაგარ როლებს, კიდევ უფრო კარგად შეასრულებს... წარმატებები!"

კახა კინწურაშვილი:

- დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, შევეცდები, მომავალში უფრო მეტად გულწრფელი და რეალიზებული ვიყო სცენაზე! თუმცა, დღესდღეობით რაიმე ახალ სპექტაკლზე არ ვმუშაობ. იმედია, ძალიან მალე მომიწევს ახალი გმირის განსახიერება. ისე, ცნობისათვის, "ჰამლეტის" გარდა, მუსკომედიის თეატრის რეპერტუარში არის რამდენიმე სპექტაკლი, რომელშიც ვმონაწილეობ :)).

მარო, 19 წლის:

"ჰაი". ეს მსახიობი ძალიან მომწონს. გარდა იმისა, რომ სიმპათიურია, ძალიან მამაკაცურიც გახლავთ. საოცრად მომწონდა როგორც წამყვანი (ფილმებში ეფექტური როლები არ ჰქონდა, თეატრში წასვლას კი ვერ ვახერხებ და როგორც არტისტს, ვერ შევაფასებ), მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონში ის შეცვალეს. ასე რატომ მოხდა? ხომ არ იგეგმებოდა, რომ მას, ისევე როგორც რუსკა მაყაშვილს, ამ პროექტში როგორც მოცეკვავეს, ისე მიეღო მონაწილეობა? გმადლობთ!"

კახა კინწურაშვილი:

- გამარჯობა. "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონიც უნდა წამეყვანა, მაგრამ დროის უქონლობის გამო, ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა მომიხდა. რაც შეეხება პროექტში მონაწილეობას: ამ მხრივ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მიმიღია და სიმართლე გითხრა, ამის სურვილი თავადაც არ გამომითქვამს... გამიხარდება, თუ თეატრშიც ივლი და ჩემი თუ სხვა მსახიობების ნამუშევრებს, სპექტაკლებს ნახავ.

სტერვა, 16 წლის:

"გამარჯობა. მე "გზის" "დაკარგული" მკითხველი ვარ. დიდი მადლობა, კახასთან ინტერვიუ რომ ჩაწერეთ. მინდა, მას ვკითხო, აქვს თუ არა ურთიერთობა იმ ბავშვებთან, რომლებთანაც ოდესღაც, სოხუმში ყოფნისას მეგობრობდა, თამაშობდა? ინტერნეტით მაინც თუ უცდია რომელიმესთან დაკავშირება? და საერთოდაც, რას ნიშნავს მისთვის ინტერნეტი, "ფეისბუკი", ვირტუალური ურთიერთობა? როგორ ფიქრობს, "ვირტში" ადამიანის კარგად გაცნობა შესაძლებელია? თაყვანისმცემლებს აძლევს თუ არა შანსს, მას ინტერნეტით მაინც ეკონტაქტონ?"

კახა კინწურაშვილი:

- იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ბავშვობის წლები და კონკრეტული პერიოდი მაკავშირებს, სამწუხაროდ, შეხება აღარ მაქვს. მათი პოვნა დღემდე ვერ მოვახერხე. ალბათ, თავადაც ვერ მოახერხეს ჩემთან დაკავშირება... რაც შეეხება ვირტუალურ ურთიერთობას: მე არც ამის მომხრე ვარ და არც - წინააღმდეგი. მიმაჩნია, რომ რეალური ურთიერთობები უფრო მეტად მსუყე და მრავალფეროვანია, ვიდრე - ვირტუალური. ვირტუალური ჩემთვის დასაშვებია იმ მომენტამდე, სანამ რეალური ურთიერთობა დაიწყება. ასეთებიც ხდება :))... ჩემთვის "ფეისბუკი" ასოცირდება მოვლენების გვერდიდან ყურებასთან, შემდეგ კი ხდება ანალიზის გაკეთება ამა თუ იმ ადამიანის შეხედულებების, მოვლენების მიმართ. ვირტუალურ სამყაროს ვინმესთან დასამეგობრებლად არ ვიყენებ!!! გმადლობ ამ კითხვისთვის...

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება