ქსენია სობჩაკმა თინა კანდელაკს დასცინა

ქსენია სობჩაკმა თინა კანდელაკს დასცინა

რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი ყველაფერს ასწრებს: ის ტელეწამყვანიცაა, საზოგადოებრივი პალატის წევრიც და მოდელიც, ამიერიდან კი - ენციკლოპედისტიც. თინას ენციკლოპედიური განათლების მასშტაბებზე ვერაფერს ვიტყვით - არ შეგვიმოწმებია, მაგრამ იმაში დარწმუნება, რომ კანდელაკის ფოტოები ელნციკლოპედიური გამოცემების გარეკანს ამშვენებს, რუსეთში წიგნის მაღაზიათა ნებისმიერ კლიენტს შეუძლია. ერთ-ერთი ასეთი ტომი ხელში ჩაუვარდა ქსენია სობჩაკს.

ოდესღაც თინა და ქსენია განუყრელი მეგობრები იყვნენ, მაგრამ შემდეგ მათ შორის შავმა კატამ გაირბინა და ახლა ისინი ერთამანეთის გაქილიკების შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ. სობჩაკს არ შეეძლო კანდელაკის ბოლო პროექტი უკომენტაროდ დაეტოვებინა. თინა საბავშვო ენციკლოპედიის სარეკლამო "სახე" გახდა. ახლა კანდელაკის ფოტოები ლამაზად გაფორებული სახელმძღვანელოების გარეკანს ამშვენებს. უცნობია, რისთვის ერგო თინას პატივი მოზარდი თაობისთვის სამაგალითო გამხდარიყო. შესაძლოა ეს იმ ფაქტს უკავშირდებოდეს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში კანდელაკი ინტელექტუალური ტელეთამაშის "Умницы и умники" წამყვანი იყო. თინას ფოტოების გარეკანზე გამოჩენამ სობჩაკს ახალი თავსატეხი გაუჩინა.

"თინა, ბავშვები შეიბრალე! იმის წარმოდგენაც კი მეშინია, შიგნით რა წერია! - წერს სობჩაკი საკუთარ მიკრობლოგში და წიგნის გარეკანის ფოტოს აქვეყნებს.

ფოტო მართლაც თავსატეხს ჰგავს: ახალგაზრდულ სამოსში გამოწყობილი თინა ჩიტების, თევზებისა და მცენარეების გამოსახულებების ფონზე დგას. ენციკლოპედიის ხასიათის გათვალისწინებით, კანდელაკს ამ შემთხვევაში თევზსაჭერი ბადე და ზოლებიანი მზის ქუდი უფრო მოუხდებოდა, ვიდრე რეპერის ოქროს ძეწკვი და ლუი ვიტონის მოდური კეპი. როგორც ჩანს, საკუთარი გარეგნობით ტელეწამყვანს შეძლებისდაგვარად მეტი მოზარდის ყურადღების მიპყრობა სურდა. თუმცა ტელეწამყვანის მოშიშვლებული მუცელი და გადატვირთული მაკიაჟი შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ თინა ბავშვებისთვის ცოდნის სრულიად ფართო სპექტრის გაზიარებას აპირებს.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ

- პუტინი:"თინა კანდელაკი შთამბეჭდავი ქალია, მაგრამ მინისტრობას ვერ შეძლებს."

-- ქსენია სობჩაკმა მილა იოვოვიჩს საქორწინო თაიგული გამოსტაცა

- ქსენია სობჩაკმა პუტინის მხარდამჭერებს გინეკოლოგის სავარძლიდან დასცინა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება