ვარსკვლავები შვილებს გეოგრაფიულ სახელებს არქმევენ

ვარსკვლავები შვილებს გეოგრაფიულ სახელებს არქმევენ

ვარსკვლავები ხშირად გამოირჩევიან არაორდინალური ქცევებით, თუმცა ყველაზე უცნაური ალბათ ისაა, რომ ხშირად საკუთარ შვილებს ხილის, ისტორიული მოვლენის ან ყვავილების სახელებს არქმევენ. ბოლო დროს ახალი ტენდენცია დამკვიდრდა - გეოგრაფიული სახელები.

ამ ტრენდის ერთ-ერთი ბოლო მიმდევრები შაკირა და ჟერარ პიკე არიან. მათ ახალშეძენილ შვილს მილანო უწოდეს.

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ერთ-ერთ შვილს შაილო დაარქვეს. ოდესღაც ეს უძველესი ქალაქის - ისრაელის ყოფილი დედაქალაქის სახელი იყო.

მსახიობ რიზ უზერსპუნის ვაჟს კი ტენესი ჯეიმსი ჰქვია. ტენესი აშშ-ის ერთ-ერთი შტატის სახელია. რიზი ერთადერთი არაა, ვისი შვილის სახელიც შტატისას ემთხვევა. კეისი აფლეკმა შვილს ინდიანა დაარქვა.

Spice Girls-ის ყოფილ წევრის, მელანი ბრაუნის ქალიშვილის სახელი ფენიქსია - ფენიქსი შტატ არიზონაში მდებარე ქალაქია.

ერთდროულად ორი ცნობილი ადამიანის შვილს ჰქვია ნიუ-იორკის რაიონების სახელი. ეშლი სიმპსონმა შვილს ბრონკსი უწოდა, ხოლო ვიქტორია და დევიდ ბექჰემების ვაჟს ბრუკლინი ჰქვია.

გვენ სტეფანიმ  ერთ-ერთ შვილს კინგსტონი დაარქვა - ეს იამაიკის დედაქალაქის სახელია. მისი მეორე შვილის სახელი ზუმაა. ზუმა მალიბუში მდებარე სანაპიროს ეწოდება.

მერაია ქერის ტყუპი შვილებიდან ერთ-ერთს მაროკანი ეწოდება. ბავშვს ეს სახელი ქვეყნის ან ადგილმდებარეობის გამო სულაც არ უწოდეს. მერაიას აპარტამენტებში ერთი ოთახი მაროკოს სტილშია გადაწყვეტილი. პოპ-ვარსკვლავს მეუღლემ სწორედ ამ ოთახში სთხოვა ხელი.

კრის ჰემსვორტის შვილს ინდია ჰქვია, ხოლო მომღერალმა ალიშა კისმა შვილს ეგვიპტე უწოდა. ინდოეთში მდებარეობს ქალაქი სური - იგივე სახელი დაარქვეს  ქალიშვილს ტომ კრუზმა და კეტი ჰოლმსმა.

ვარსკვლავთა ნაწილმა გადაწყვიტა სახელების მხრივ "ევროპაში გადმოენაცვლა". ალეკ ბოლდუინის შვილს აილენდი (ირლანდია) ეწოდება. მაიკლ ჯექსონის ქალიშვილის კი პერისი ჰქვია (ინგ. პარიზი).

ყველაზე შორს გეოგრაფიულ სახელებში მომღერალი ერიკა ბადუ წავიდა - მან ქალიშვილს მარსი დაარქვა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება