ლედი გაგას "ჩამქრალი ვარსკვლავის" სტატუსი მიანიჭეს

ლედი გაგას "ჩამქრალი ვარსკვლავის" სტატუსი მიანიჭეს

ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა "2012 წლის ჩამქრალ ვარსკვლავად" დაასახელეს. ეს ტიტული გაგას ბრიტანულმა სააგენტომ AccuraCast-მა მიანიჭა, რომელიც ინტერნეტში ცნობილ ადამიანებზე გავრცელებულ ინფორმაციას აგროვებს, აანალიზებს და შემდეგ ან ვარსკვლავის სტატუსს ანიჭებს, ან - არა.

ინტერნეტ-მომხმარებელთა ინტერესი ლედი გაგას მიმართ, გასული წლიდან მოყოლებული მკვეთრად შემცირდა და "დამწყები მუსიკოსებისადმი" არსებული ინტერესის კოეფიციენტს გაუტოლდა.

გარდა იმისა, რომ გაგა აღარავის აინტერესებს, მომღერალს თაღლითობაშიც სდებენ ბრალს. გავრცელებული ინფორმაციით, "ჩამოვარდნილ ვარსკვლავს" "ტვიტერზე" ხელმომწერები ხელოვნურად ჰყავს გაზრდილი. გარდა ამისა, მისი YouTube-ს პროფილზე განთავსებული ვიდეოებიდან რამდენიმე მილიონი ნახვა უკვე გაქრა. ლედი გაგა საკუთარი კლიპების რეიტინგსაც აყალბებდა.

მომზადებულია wmanews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება