სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.

პრეზიდენტმა "სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ" ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა.

ბრძანებულების მიხედვით, მოქალაქეთა გაწვევა 2013 წლის 1-ელი თებერვლიდან 2013 წლის 30 ივნისამდე უნდა განხორციელდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 670 წვევამდელით განისაზღვრა, გასულ წელს ამავე უწყებაში 1300 მოქალაქე გაიწვიეს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვრა 365 წვევამდელით, რაც წინა წელთან შედარებით 285-ით ნაკლებია, ხოლო თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვრა 600 წვევამდელით, გასულ წლის საგაზაფხულო გაწვევისას სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა რაოდენობა 2397-ს შეადგენდა.

"საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში (საცხოვრებელი) რეგისტრაციის ადგილის მიხედვით", - ნათქვამია ბრძანებულებაში.

ბრძანებულების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში ჯანდაცვის სამინისტრომ გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები უნდა განუსაზღვროს, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

იმ მოქალაქეებმა, რომლებიც გაწვევის გადავადების გადაწყვეტილებას მიიღებენ, გადავადების მოსაკრებელი უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს კოორდინაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა გაუწიოს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ხოლო ქალაქ თბილისში - რაიონის შესაბამის ორგანოებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს", - ნათქვამია ბრძანებულებაში.

ბრძანებულება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. მას ხელი პრეზიდენტმა გუშინ მოაწერა. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე