ჯონ კერიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჰილარი კლინტონი ოფიციალურად შეცვალა

ჯონ კერიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჰილარი კლინტონი ოფიციალურად შეცვალა

ჯონ კერიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჰილარი კლინტონი ოფიციალურად შეცვალა. ჯონ კერიმ ფიცი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ელენ კეიგანის თანდასწრებით დადო. ფიცის დადების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ კერის მეუღლე და შვილი, ასევე სენატორის ძმა.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია სახელმწიფო მდივნის ფიცის დადება და ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები მუშაობას", - განუცხადა ჟურნალისტებს ჯონ კერიმ კაპიტოლიუმში გამართული დახურული ცერემონიის შემდეგ.

69 წლის ჯონ კერი, რომელიც აშშ-ის რიგით 68-ე სახელმწიფო მდივანი გახდა, ვიეტნამის ომის ვეტერანია. 2004 წელს ის "დემოკრატებიდან" იყრიდა კენჭს აშშ-ის პრეზიდენტობაზე.

მომზადებულია guardian.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა