ჯენიფერ ენისტონი ბრედ პიტის ფოტოებს ათვალიერებს

ჯენიფერ ენისტონი ბრედ პიტის ფოტოებს ათვალიერებს

ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი ყოფილ ქმარს, ჰოლივუდის მსახიობ ბრედ პიტს ვერ ივიწყებს და მის ფოტოსურათებს სისტემატურად ათვალიერებს.

როგორც ჯენიფერის ახლო მეგობარი ამბობს, მსახიობი ფსიქოლოგს ხშირად სტუმრობს, რათა ბრედი დაივიწყოს. ჯენიფერს შენახული აქვს ყუთი, სადაც მათი რომანის დროს გადაღებული ფოტოსურათები და სასიყვარულო წერილები ინახება. ენისტონი ხშირად კითხულობს ბრედის წერილებს და ყოფილ ქმარს მისტირის. ჯენიფერი დიდი სიყვარულით ინახავს ბრედის მაისურს და ამბობს, რომ ის პიტის სურნელს ახსენებს. ენისტონსა და ბრედს საერთო სამეგობრო წრე ჰყავთ, შესაბამისად, ჯენიფერი მათი წყალობით ყოფილი ქმრისა და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციებს ეცნობა.

ენისტონი კარიერაში კვლავაც წარმატებულია, მუდამ განიხილება სექსუალური ქალბატონების სიაში, საქმროს, ჯასტინ ტერუს ძალიან უყვარს, თაყვანისმცემლებიც ანებივრებენ, მაგრამ სრულ ბედნიერებაში ხელს რაღაც უშლის. ჯენიფერის დაქალის თქმით, "ბრედი აჩრდილივით ჯენის ცხოვრებაში მუდამ ჩნდება".

შეგახსენებთ, ენისტონისა და ბრედის რომანი 1998 წელს დაიწყო. წყვილი 2000 წელს დაქორწინდა. 2005 წელს კი ჯენიფერი სასამართლოში განქორწინების მოთხოვნით მივიდა. ბრედისა და ჯენიფერის დაშორების მიზეზი მსახიობი ანჯელინა ჯოლია.

ჯენიფერს ყოფილ დედამთილთან დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს. ბრედის დედა ხშირად ურეკავს ჯენიფერს და ყოფილი რძალ-დედამთილი მეგობრულად საუბრობენ. ამასთან, პიტის დედას ანჯელინა ჯოლი არ მოსწონს.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება