ჰეიდი კლუმი სანდრა ბალოკისთვის საყვარლებს არჩევს

ჰეიდი კლუმი სანდრა ბალოკისთვის საყვარლებს არჩევს

მოდელი ჰეიდი კლუმი და ჰოლივუდის მსახიობი სანდრა ბალოკი განუყრელი მეგობრები არიან. ჰეიდი წუხს, რომ მისმა დაქალმა მეორე ნახევარი დღემდე ვერ იპოვა.

მოდელმა გრძელი სია შეადგინა, სადაც სანდრასთვის სასურველი საყვარლები შეიყვანა. ნუსხაში მხოლოდ მდიდარი, სიმპათიური და მარტოხელა მამაკაცები მოხვდნენ. სანდრა ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე მოკრძალებულ ვარსკვლავად ითვლება. მისგან რადიკალურად განსხვავდება ჰეიდი, რომელმაც ყოვლისმნახველი ჰოლივუდიც კი გააოცა, როდესაც განაცხადა, რომ ახალი წელი ყოფილ ქმართან და ახალ საყვარელთან ერთად გაატარა.

შეგახსენებთ, სანდრა ოფიციალურად დაქორწინებული მხოლოდ ერთხელ იყო. ტელეწამყვან ჯესი ჯეიმსთან მისი 5 წლიანი ქორწინება სკანდალით დასრულდა. ყველასთვის მოულოდნელად, პრესაში დაიბეჭდა რამდენიმე ქალბატონის ინტერვიუ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჯეიმსი სანდრას მათთან ღალატობდა. ბალოკმა რამდენიმე დღეში სასამართლოში განქორწინებაზე საბუთები შეიტანა. ვარსკვლავმა 2010 წელს ბავშვი იშვილა.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:

-შიშველი სანდრა ბალოკი მეგობარს რჩევებს საშხაპეში აძლევს

- სუპერმოდელი ჰეიდი კლუმი ამღერდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება