ლედი გაგას ყოფილი ასისტენტი უჩივის

ლედი გაგას ყოფილი ასისტენტი უჩივის

ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა ახალ სკანდალში გაეხვია. მომღერალს ყოფილი ასისტენტი სასამართლოში უჩივის. ჯენიფერ ონეილი ამტკიცებს, რომ მომღერალმა მას საკმარისი თანხა არ გადაუხადა და მხოლოდ კონტრაქტში მითითებული სამუშაო გრაფიკი აუნაზღაურა.

ჯენიფერი თავს დამცირებულად გრძნობს და მოითხოვს, გაგამ სამსახურში გატარებული ზედმეტი საათების თანხა გადაუხადოს. ვარსკვლავის ყოფილი ასისტენტი ირწმუნება, რომ 7 168 საათი ხელფასის გარეშე იმუშავა და კონპენსაციის სახით 393 000 დოლარს ითხოვს.

მომღერალი ყოფილი ასისტენტის ბრალდებებმა გააღიზიანა და ჯენიფერს "ვირთხა" უწოდა.

მომზადებულია hollyscoop.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება