ერაყში, პოლიციის შენობაზე ტერორისტების თავდასხმას 30 ადამიანი ემსხვერპლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ერაყის ქალაქ კირკუკის პოლიციის შტაბ-ბინაზე მოხდა , რის შედეგადაც 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 70-მდე დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომობილში ჩამონტაჟებული ნაღმი აამოქმედა, ამის შემდეგ შეირაღებული "ბოევიკები" შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს.
თავდასხმაზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა ერაყის არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.