რატომ იცეკვეს სუხიშვილებმა უკრაინული ტურნეს დასაწყისში კოსტიუმების გარეშე?

რატომ იცეკვეს სუხიშვილებმა უკრაინული ტურნეს დასაწყისში კოსტიუმების გარეშე?

ქართული ნაციონალური ბალეტის საგასტროლო ტურნე უკრაინაში 30 იანვარს დაიწყო, მაგრამ "სუხიშვილების" პირველი კონცერტი ჩერნიგოვში კინაღამ ჩაიშალა. ამის მიზეზი აეროპორტის დაუდევრობა გახდა, რომელმაც "სუხიშვილების" ძვირადღირებული კოსტიუმებით სავსე 26 ჩემოდანი დაკარგა. უკრაინულმა ტელეკომპანია ТСН-მა ჩერნიგოვში სახელდახელოდ გამართულ კონცერტს სიუჟეტი მიუძღვნა.

"ნატურალური აბრეშუმისგან შეკერილი კაბები, მამაკაცის სამოსელი უნიკალური გაფორმებით და, რაც მთავარია, რეკვიზიტები, რომლებიც ცეკვას გასაოცარ შოუდ აქცევს. თუმცა გამოცდილმა ხელოვანებმა - ნინო და ილია სუხიშვილებმა ჩერნიგოველი მაყურებლისთვის შოუს მოწყობა მაინც მოახერხეს. მაყურებელმა ანსამბლის გამოსვლა ხანგრძლივი და მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა", - იუწყება ტელეკომპანიის ჟურნალისტი.

"მთელი კონცერტი სახელდახელოდ დავდგით. სანამ გავარკვიეთ, რა გვაკლდა, რომელი კოსტიუმები არ გვქონდა, ბევრი მოცეკვავე სცენაზე ვერ გავიდა, ვინაიდან მათ ჩასაცმელი არ ჰქონდათ. თუმცა მაინც დავაღწიეთ თავი ამ მდგომარეობას, ექსტრემალური საღამო იყო", - ამბობს ნინო სუხიშვილი.

კონცერტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჩემოდნები იპოვეს და მოცეკვავეები მომდევნო კონცერტებზე სრული შემადგენლობით წარსდგებიან.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება