ვარსკვლავურმა წყვილმა, ბიონსემ და Jay Z-მ ოჯახში ბიბლიოთეკარი დაიქირავეს. პროფესიონალის დახმარება ბიონსემ მოითხოვა, რათა თავისი მდიდარი ვიდეოარქივი მოაწესრიგოს. უზარმაზარ ფილმოთეკას, რომლის სისტემატიზაციას უკვე სპეციალისტი ცდილობს, ერთადერთი გმირი ჰყავს - თავად ბიონსე.
10 წლის განმავლობაში მომღერალს თავისი კარიერის ამსახველ ვიდეოარქივში უკვე 50 000 საათის ხანგრძლივობის ჩანაწერები დაუგროვდა. მომღერალმა ასეთი ვრცელი მასალის სისტემურად დაარქივების საჭიროება იგრძნო და ვიდეოფირზე მოქცეული 10-წლიანი ცხოვრების "დალაგებას" მოუთმენლად ელოდება.
არქივს ლოს-ანჟელესში მდებარე წყვილის სახლში სპეციალური ოთახი დაუთმეს. ნამდვილი საცავის მსგავსად, ბიონსეს არქივში ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობის დონე მკაცრად კონტროლდება. იქვე ინახება ბიონსეს ფოტოარქივიც, სადაც მისი კარიერის პირველი ნაბიჯებია ასახული.
არქივში შეღწვით ბევრი ადამიანი ვერ დაიტრაბახებს. ბიონსეს ერთ-ერთი ინტერვიუერი მოგვიანებით აცხადებდა, რომ საცავი ტელეკომპანია NBC-ის ბიბლიოთეკის სტილშია მოწყობილი.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo