რასელ ქროუ - ოჯახის დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ

რასელ ქროუ - ოჯახის დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ

მას შემდეგ, რაც ჰოლივუდის მსახიობმა რასელ ქროუმ საკუთარი განქორწინების შესახებ განაცხადა, ყველამ  მიზეზების ძიება დაიწყო. მრავალმა ჩათვალა, რომ ამის მიზეზი ქროუს ცხოვრებაში ახალი ქალის გამოჩენა გახდა.

58 წლის რასელ ქროუსა და 43 წლის მსახიობისა და მომღერლის, დანიელ სპენსერის დაშორების მიზეზად 40 წლის ბურლესკის მოცეკვავე დიტა ფონ ტიზი დაასახელეს, რომელიც როკ-მომღერალ მერლინ მენსონის ყოფილი საყვარელია. გავრცელებული ხმებით, მსახიობს მოცეკვავესთან სოციალურ ქსელში ფლირტი ჰქონდა, მათ ასევე ერთად რამდენიმე რომანტიკული საღამოც გაატარეს. ამის შემდეგ მათი რომანის შესახებ გავრცელდა ხმები, თუმცა ჭორების გამავრცელებლებმა პასუხი ამ დღეებში თავად პირველწყაროსგან მიიღეს.

"დიტა ფონ ტიზი - გაბედული, ჭკვიანი, მშვენიერი და ელეგენტურია. ის ჩემი კარგი მეგობარია. ვინ არ ისურვებდა ასეთ მეგობარს? მეგობარს და არა საყვარელს", - დაწერა ქროუმ "ტვიტერში" და იქვე აღნიშნა, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

რასელ ქროუ და დანიელ სპენსერი ერთად 22 წელი ცხოვრობდნენ, ხოლო ოფიციალურად დაქორწინებულნი 9 წელი იყვნენ. მათ ორი შვილი - ჩარლზი და ტენისონი ჰყავთ. წყვილს შორის უთანხმოების მიზეზი ქროუს გადატვირთული სამუშაო გრაფიკი გახდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება