ჯასტინ ტიმბერლეიკმა ცოლს დაორსულება აუკრძალა

ჯასტინ ტიმბერლეიკმა ცოლს დაორსულება აუკრძალა

მსახიობი და მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი უახლოეს მომავალში მამობას არ აპირებს. ვარსკვლავმა თავის მეუღლეს, მსახიობ ჯესიკა ბილს დაორსულება აუკრძალა.

31 წლის ჯასტინმა მეუღლეს განუცხადა, რომ წელს ბავშვის გაჩენაზე არც კი უნდა იფიქროს. ამის მიზეზი კი ტიმბერლეიკის კარიერაა. ვარსკვლავი ახლახან დაუბრუნდა მუსიკალურ შოუბიზნესს და მხოლოდ კარიერაზეა კონცენტრირებული.

"ჯასტინს ახლა მხოლოდ მუშაობა უნდა. სწორედ ამიტომ ყველა გეგმა, რომელსაც ჯესიკა აწყობდა ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით, სამომავლოდ გადაიდო", - აცხადებს წყარო.

ჯესიკა ამ ამბავს საკმაოდ ცუდად შეხვდა, წყვილმა რამდენჯერმე იკამათა კიდეც, თუმცა საბოლოოდ ჯასტინმა შეძლო ცოლის დარწმუნება, რომ ბავშვის გაჩენა ჯერ ადრეა.

31 წლის ჯასტინ ტიმბერლეიკმა და 30 წლის ჯესიკა ბილმა 2012 წლის 19 ოქტომბერს იტალიაში იქორწინეს. წყვილი ერთმანეთს 2007 წლიდან ხვდებოდა.

მომზადებულია zimbio.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება