ბენ აფლეკი საუკეთესო რეჟისორად აღიარეს

ბენ აფლეკი საუკეთესო რეჟისორად აღიარეს

გუშინ ლოს-ანჯელესში რეჟისორთა გილდიის დაჯილდოება გაიმართა, სადაც საპატიო პრემიები "მხატვრული ფილმების რეჟისურაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის" გაიცემა.

პრემიის ლაურეატი ცნობილი მსახიობი და რეჟისორი ბენ აფლეკია. ვარსკვლავს ჯილდო ფილმისთვის "ოპერაცია "არგო" გადაეცა. დრამატული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, რომელიც რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით შეიქმნა, ირანის რევოლუციის დროს, თეირანში აშშ-ის საელჩოს 6 თანამშრომლის ისტორიას მოგვითხრობს.

გამარჯვებულმა ბენ აფლეკმა მადლობა გადაუხადა ყველას დაფასებისთვის. მასთან ერთად წლის საუკეთესო რეჟისორის ტიტულისთვის სტივენ სპილბერგი, ენგ ლი, ტომ ჰუპერი და კეტრინ ბიგელოუ იბრძოდნენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:

-"არგო" - ბენ აფლეკის სარეჟისორო დრამა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება