ბიონსეს ცეცხლოვანი შოუ და Destiny's Child-ის დაბრუნება

ბიონსეს ცეცხლოვანი შოუ და Destiny's Child-ის დაბრუნება

ცნობილმა მომღერალმა ბიონსემ აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული შეჯიბრი - ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის მორიგი სეზონი ბრწყინვალე გამოსვლით დაჩრდილა. ვარსკვლავმა Super Bowl-ის შესვენებაზე გრანდიოზული შოუ დადგა. შოუს განმავლობაში პოპ-ვარსკვლავმა მისი ყველაზე ცნობილი ჰიტები შეასრულა.

31 წლის ბიონსემ შეუსვენებლივ იმღერა და იცეკვა. მის გამოსვლას თვალს მოედანზე მყოფი 76 468 ადამიანი ადევნებდა.

"ბიონსეს დიდებული შოუ" - ასე აფასებს დასავლური პრესა მომღერლის ცეცხლოვან გამოსვლას. შოუს დასასრულს მაყურებელს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა. სცენაზე ჯგუფი Destiny's Childs-ი, რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ სრული შემადგენლობით გამოვიდა.

ბიონსემ, კელი როულენდმა და მიშელ უილიამსმა მათი ჯგუფის ცნობილი ჰიტები შეასრულეს. შოუმ ნამდვილი ფურორი მოახდინა.

გარდა იმისა, რომ შოუს წილად აბსოლუტური აღიარება ხვდა, ბიონსეს ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი ამბავია. მომღერალი ევროპაში გრანდიოზულ საკონცერტო ტურნეს გამართავს. ამის შესახებ ვარსკვლავმა გუშინ ოფიციალური ვიდეორგოლი და განცხადება გაავრცელა. ვიდეო სამეფო სტილშია გადაწყვეტილი, ხოლო ბიონსეს დედოფლის როლი აქვს მორგებული.

ტურნე სახელად Mrs Carter Show (კარტერი ბიონსეს მეუღლის, ჯეიზის გვარია), სტარტს 15 აპრილს, ბელგრადიდან აიღებს. ბიონსე ევროპის მასშტაბით კონცერტებს გამართავს სერბეთში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, სლოვაკეთში, ხორვატიაში, ბელგიაში, შვედეთში.

28 ივნისიდან ბიონსე საკონცერტო ტურნეს ჩრდილოეთ ამერიკაში განაგრძობს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: სუპერშოუ Super Bowl-ის შესვენებაზე - ბიონსემ სცენაზე "ცეცხლი დაანთო"

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება