კუბის ექს-ლიდერმა, ფიდელ კასტრომ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
კუბის ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, 86 წლის კასტრომ საათზე მეტი დაჰყო ჰავანაში, ვიდადოს საარჩევნო უბანზე და მედიასა და ამომრჩევლებსაც გაესაუბრა.
ოპოზიციურ პარტიებს კუბის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ და კანდიდატები მხოლოდ მმართველი, "კომუნისტური პარტიიდან" არიან შერჩეული.
კუბის რევოლუციის ლიდერი საზოგადოებაში 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.