ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ჩინურს სწავლობენ

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ჩინურს სწავლობენ

ცნობილი მსახიობების, ანეჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოჯახი ჩინურ ენას ეუფლება. როგორც ბრიტანული გამცემა The Sun იუწყება, ჩინურ ენას აქტიურად სწავლობენ წყვილის 6 შვილი და ჯოლის მამა ჯონ ვოითი.

ახალი ენის დაუფლებას თავად ვარსკვლავური წყვილიც ცდილობს. თავისუფალ დროს ორივე ჩინურის გაკვეთილებს ესწრება.

"ბრედს და ანჯელინას მიაჩნიათ, რომ ჩინეთი ახლო მომავალში მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო გახდება. ამასთან, მათ იტაცებთ ჩინეთის კულტურა, რომელიც უდიდესი და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია", - განუცხადა გავლენიან გამოცემას ოჯახთან დაახლოებულმა პირმა.

გარდა ამისა, დასავლურ პრესაში გავრცელდა ხმა, რომ წყვილი კიდევ ერთი შვილის აყვანას აპირებს, რომელიც, სავარაუდოდ, ჩინელი იქნება.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება