პერის ჰილტონი კინოფესტივალიდან გამოაგდეს

პერის ჰილტონი კინოფესტივალიდან გამოაგდეს

პერის ჰილტონი კინოფესტივალ ”სანდენსიდან” გამოაგდეს. პერის ჰილტონმა თავისი ქცევით ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი რობერტ რედფორდი გააოგნა. შემთხვევა რედფორდის დაარსებულ კინოფესტივალზე მოხდა.

რედფორდი იმდენად გააღიზიანა პერისის ქცევამ, რომ ხმაურიან ვარსკვლავს ფესტივალის დატოვება სთხოვა.

"მას კინოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. სად უთამაშია? მისი ადგილი კინოფესტივალზე არ არის", - განაცხადა რობერტ რედფორდმა Showbiz Spy-სთან საუბრისას.

"პერისი კინოფესტივალზე კინოს გამო არ ჩამოსულა. მას ფოტოგრაფების წინ პოზირება, წვეულებაზე გართობა და უფასო საჩუქრები სურდა. წელსაც ასე მოხდა. გაერთო, ააგროვა საჩუქრები და სახლში დაბრუნდა. გვიხარია, რომ რობერტ რედფორდმა გააგდო. მისი აქ ყოფნა შეცდომა იყო", - აცხადებენ ფესტივალის სტუმრები.

პერის ჰილტონს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

მომზადებულია Showbiz Spy-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება