როგორ ცხოვრობს მაკოლეი კალკინი

როგორ ცხოვრობს მაკოლეი კალკინი

ფილმ "მარტო სახლშის" ვარსკვლავმა, მაკოლეი კალკინმა ჟურნალ Bullet-ს ინტერვიუ მისცა და პირველად შეუშვა ჟურნალისტები საკუთარ სახლში. როგორ ცხოვრობს მაკოლეი კალკინი? - აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავის ცხოვრების მსგავსად, მისი სახლიც არეულია.

დიდი ბინა, რომელიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, 2 მლნ დოლარადაა შეფასებული. მაკოლეის და მისი მეგობრების თაოსნობით, სახლი სტუდიად იქცა, სადაც ცხოვრობენ, მუშაობენ და სხვადასხვა "არტ-პროდუქტებს" ქმნიან მსახიობი და მისი შემოქმედებითი ჯგუფი.

Bullet-ის ჟურნალისტების განცხადებით, სახლის ყოველ კუთხეში სიგარეტის ნამწვები, ალკოჰოლური სასმელის ცარიელი ბოთლები და ენერგეტიკული სასმელების ქილები ყრია. თუმცა რეპორტიორებმა ვერაფრით შეძლეს მაკოლეის ნარკომანობაზე გავრცელებული ხმების დამადასტურებელი საბუთების მოძიება.

მაკოლეი და მისი მეგობრები რედაქციის წარმომადგენლებს უცნაური სამოსით და პარიკებით დახვდნენ. ჟურნალთან საუბრისას მსახიობმა განაცხადა, რომ ახალ წიგნზე მუშაობს.

ცხოვრების ასეთ სტილს 32 წლის მაკოლეი იმით ხსნის, რომ მისი მილიონიანი ქონება ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში მოიპოვა და ახლა მუშაობა აღარ სჭირდება, შესაბამისად რაც მოესურვება, იმას აკეთებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Bullet-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება