შაკირამ და ჟერარ პიკემ შვილი გამოაჩინეს

შაკირამ და ჟერარ პიკემ შვილი გამოაჩინეს

ცნობილმა მომღერალმა შაკირამ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ახალშობილი შვილის, მილანის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ახალშობილი მამასთან, ფეხბურთელ ჟერარ პიკესთან ერთად არის გამოსახული.

ფოტოს განთავსებიდან 10 წუთში ასიათასობით მოწონება და ათასობით გაზიარება დაუგროვდა.

ის, რომ ბავშვის სურათი პირველად სოციალურ ქსელში გამოჩნდა, იმის ნიშანია, რომ პიკეს და შაკირას შვილის პირველი ფოტოების გაყიდვა სხვა ვარსკვლავების მსგავსად არ უცდიათ.

შაკირას და მის საყვარელს, ჟერარ პიკეს ვაჟი 22 იანვარს, ბარსელონაში შეეძინათ. 35 წლის მომღერალი და 25 წლის ფეხბურთელი უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან. აპირებს თუ არა წყვილი დაქორწინებას, უცნობია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება