ავღანეთი და პაკისტანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან

ავღანეთი და პაკისტანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან

ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტებმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, დევიდ ქემერონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ შეეცდებიან ექვსი თვის განმავლობაში მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწიონ. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

"ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ", - განაცხადეს ჰამიდ კარზაიმ და ასიფ ალი ზარდარიმ დევიდ ქემერონთან ბრიტანეთში, ქალაქგარეთ მდებარე რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტებმა ასევე აღნიშნეს, რომ შეიმუშავებენ სტრატეგიული ურთიერთობის გეგმას და ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ორივე მხარის თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებში.

ეს სამი ქვეყნის ლიდერის რიგით მესამე ერთობლივი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც გასულ წელს დევიდ ქემერონი სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესის ინიციატივით გამოვიდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა