ახმადინეჯადი კოსმოსში გაფრენას აპირებს

ახმადინეჯადი კოსმოსში გაფრენას აპირებს

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჯადმა განაცხადა, რომ მზადაა გახდეს პირველი ადამიანი, რომელიც ადგილობრივი წარმოების კოსმოსური ხომალდით კოსმოსში გაემგზავრება.

"მზად ვარ გავხდე პირველი ადამიანი, რომელსაც ირანელი მეცნიერები ორბიტაზე გაიყვანენ. კოსმოსში ცოცხალი არსებების გაგზავნა ჩვენი სპეციალისტების დაუღალავი შრომის შედეგია",-განაცხადა ირანის ავიაკოსმოსური მრეწველობის მიღწევების გამოფენის დათვალიერებისას სახელმწიფოს ლიდერმა.

ეს განცხადება ირანის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე დღის წინ ქვეყანამ ორბიტაზე მაიმუნი  წარმატებით გააგზავნა და დედამიწაზე დააბრუნა. ამასთან, დასავლურმა პრესამ ეჭვი გამოთქვა, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მაიმუნი ორბიტაზე, რადგან ამ ფაქტის არანაირი დასტური თეირანს არ წარმოუდგენია.

აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ირანის პრეზიდენტის განზრახვას დასცინა. სენატორმა ახმადინეჯადი მაიმუნს შეადარა.

"ახმადინეჯადს სურს იყოს პირველი ირანელი კოსმოსში? იგი იქ გასულ კვირას არ იყო?" - დაწერა მან Twitter-ში. 

სენატორის ჩანაწერს კრიტიკის ტალღა უკვე მოჰყვა.

ახმადინეჯადის მეორე საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის ივნისში იწურება.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა