ლეონარდო დიკაპრიოს ახალი საყვარელი ჰყავს

ლეონარდო დიკაპრიოს ახალი საყვარელი ჰყავს

მხოლოდ ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ერინ ჰიზერტონს დაშორდა. ახლა დიკაპრიოს ახალი საყვარელი, 22 წლის ქერათმიანი მსახიობი მარგო რობი ჰყავს. მასთან ერთად დიკაპრიო ფილმ The Wolf of Wall Street-ში იღებდა მონაწილეობას.

წყვილი პაპარაცებმა გუშინ, მაიამიში ერთ-ერთი ფეშენებელური სასტუმროს აივანზე შენიშნეს. ლეონარდო და მარგო ხედით ტკბებოდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ.

წყვილი დასასვენებლად მეგობრებთან ერთად იყო წასული. მეზობელ ოთახებში ლეონარდოს დიდი ხნის მეგობრები, ჯონ ჰილი და ლუკას ჰასი იყვნენ დაბინავებულნი. ვარსკვლავურმა კამპანიამ მხიარულად გაატარა დრო სამხრეთ სანაპიროზე.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება