მომავალ წელს კოსმოსში ყველაზე დიდ მზის იალქანს გაშლიან

მომავალ წელს კოსმოსში ყველაზე დიდ მზის იალქანს გაშლიან

ახალი რაკეტების შექმნის პარალელურად, ამერიკული კოსმოსური სააგენტო კოსმოსში გადაადგილების კიდევ ერთ საშუალებაზე მუშაობს. საუბარია კოსმოსური აპარატის პროექტზე, რომელიც ორბიტაზე გასვლის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდ მზის იალქანს გაშლის. აპარატის კოსმოსში გაშვება მომავალ, 2014 წელსაა დაგეგმილი.

პროექტი სადემონსტრაციო ფუნქციას ატარებს. სპეციალისტთა გათვლით, მზის იალქნის საშუალებით, აპარატი კოსმოსში 3 მილიონ კილომეტრზე მეტს იფრენს და ამ მანძილის დაფარვისას არცერთ წვეთ საწვავს არ დახარჯავს.

ეს ყოველივე ცოტა უცნაურია - იალქნების გამოყენება კოსმოსში - სივრცეში, სადაც სრული ვაკუუმია. მაგრამ გადაადგილების საშუალება აქაც არსებობს. ეს მზის ქარია. იონიზირებული ნაწილაკების ნაკადი მზიდან 300-1200 კმ/წმ-ში სიჩქარით, გარშემო არსებულ სივრცეში მიემართება. სწორედ კოსმოსში გაშლილი გიგანტური იალქნების საშუალებით ადამიანი მზის ქარის "დაჭერას" აპირებს.

მისიამ ყველაზე დიდი მზის იალქნით, უკვე მიიღო თავისი სახელი Sunjammer. შედარებისთვის, იაპონური IKAROS-ის იალქნის ფართობი 200 კვადრატულ მეტრამდე იყო. ახალი Sunjammer-ის შემთხვევაში კი ეს ციფრი 1200-ს შეადგენს. ის 30 კგ-ზე ოდნავ მეტს იწონის და დაკეცილ მდგომარეობაში საშუალო ზომის სარეცხის მანქანისხელა მოცულობას იკავებს.

Sunjammer-ის იალქანი კაპტონისგან, კომპანია DuPont-ის მიერ შექმნილი ულტრათხელი აპკისგან დამზადდა. მისი სისქე მხოლოდ 0,05 მილიმეტრია. თუმცა ის საკმაოდ მტკიცეა.

აპარატ Sunjammer-ის მოგზაურობის საბოლოო წერტილი, სისტემა მზე-დედამიწის ლაგრანჟეს წერტილი L1-ია,  სადაც აპარატი მზისა და დედამიწის გრავიტაციის ზემოქმედებით, ხანგრძლივი ვადით გაჩერდება. Sunjammer ტექნოლოგიების დემონსტრატორია და არანაირი სამეცნიერო აღჭურვილობა არ ექნება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytachinfo.com-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე