ჯასტინ ბიბერმა მოსკოვში კანფეტების 15 სახეობა მოითხოვა

ჯასტინ ბიბერმა მოსკოვში კანფეტების 15 სახეობა მოითხოვა

ცნობილი მომღერალი ჯასტინ ბიბერი მოსკოვში 30 აპრილს კონცერტს გამართავს. მომღერალმა კონცერტის ორგანიზატორები მოთხოვნებით გააოცა. ბიბერმა გოლფის სათამაშოდ ცალკე სასტუმროს ნომერი ითხოვა. მოთხოვნაში გოლფის ყვანჭი, ორი ბურთი და ავტომატური ხვრელიც შედის, რომელიც მოთამაშეს ბურთს უკან უგდებს.

რუსეთში ბიბერი ოთხ მწვრთნელს, თხუთმეტ მუსიკოსს, ოც მოცეკვავეს, სამ მცველს, მასაჟისტს, მძღოლს, ორ დამხმარეს, სამ ვიზაჟისტს, 20 ადამიანს, რომლებიც სცენასა და შოუს მომზადებაზე იზრუნებენ და რვა კოსტუმერს ჩაიყვანს.

ჯასტინი რუსეთის ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში იცხოვრებს, რომლის ხედიც კრემლზე იშლება. ნომერში ყვავილები არ უნდა იყოს. ბიბერი ნომერში თხუთმეტი სახეობის კანფეტს და რამდენიმე ლიტრ გაზიან სასმელს ითხოვს. იგი სამ სხვადასხვა რესტორანში ისადილებს.

ბიბერის მოთხოვნებში ცალკე პუნქტად თაყვანისმცემლებთან ურთიერთობაა გაწერილი. თაყვანისმცემლები მისგან რაც შეიძლება შორს უნდა იყვნენ. მომსახურე პერსონალს მასთან დალაპარაკების, ფოტოს გადაღების და ავტოგრაფის მოთხოვნის უფლება არ აქვთ.

მომზადებულია eg.ru-ს თქმით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება