საერთაშორისო ანიმაციური ფილმების დაჯილდოება გაიმართა

საერთაშორისო ანიმაციური ფილმების დაჯილდოება გაიმართა

ლოს ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში საერთაშორისო ანიმაციური ფილმების დაჯილდოების მე-40 ცერემონია გაიმართა.

"დისნეის" სტუდიის ანიმაციური ფილმი "გამანადგურებელი რალფი" (Wreck-It Ralph) ერთბაშად 5 "ენის" მფლობელი გახდა, მათ შორის, 2012 წლის საუკეთესო ანიმაციურ ფილმად დასახელდა.

"გამანადგურებელ რალფს" ასევე გადაეცა ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის, რომელიც რიჩ მურს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი თავის დროზე "სიმფსონებისა" და "ფუტურამას" შექმნაზეც მუშაობდა. 2012 წლის საუკეთესო ანიმაციურ ფილმს "ენის" პრიზი ერგო საუკეთესო სცენარის, მუსიკისა და პერსონაჟის გახმოვანებისთვისაც. ამ ნომინაციაში "ენი" მსახიობ ალენ ტიუდიკს გადაეცა.

"გამანადგურებელი რალფი" ვიდეოთამაშების ბოროტ პერსონაჟზე - რალფზე მოგვითხრობს, რომელსაც მობეზრდება მთავარი გმირების ჩრდილქვეშ ყოფნა. ამიტომ გადაწყვეტს სხვადასხვა თამაშებში მოგზაურობას, რათა საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს და დადებით პერსონაჟად იქცეს. მულტფილმის პრემიერა მსოფლიო კინოეკრანებზე 2012 წლის ნოემბერში შედგა.

"ენის" 2011 წლის გამარჯვებულმა საუკეთესო სრულმეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა "რანგო", რომელშიც ჯონი დეპი მონაწილეობს, იმავე წელს "ოსკარიც" დაიმსახურა. კინოექსპერტები "ოსკარის" მოგებას წელს "გამანადგურებელ რალფსაც" უწინასწარმეტყველებენ, რომელიც ასევე კინოაკადემიის ნომინაციაზეა წარდგენილი.

"ოსკარზე" ასევე წარდგენილია დისნეის სტუდიის კიდევ ერთი ანიმაცია "პაპერმენი", რომელსაც "ენი" საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის გადაეცა.

"ენის" მე-40 დაჯილდოებაზე პრიზი საუკეთესო ანიმაციური ეფექტებისთვის გადაეცა "შურისმაძიებლებს", "პაის ცხოვრებამ" კი საუკეთესო ანიმაციური გმირის ნომინაციაში გაიმარჯვა.

2011 წელს დისნეისა და პიქსარის კომპანიებმა ბოიკოტი გამოუცხადა "ენის" დაჯილდოებას ხმის მიცემის პროცედურების გამო. თუმცა, მოგვიანებით სისტემაში განხორეციელებული ცვლილებების შემდეგ, კვლავ მიიღეს მასში მონაწილეობა. წელს "დისნეი" დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა.

"ენის" საერთაშორისო ანიმაციური ფილმების დაჯილდოება ლოს-ანჯელესში 1972 წლიდან მოყოლებული იმართება.

მომზადებულია telegraph-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება