კრიზისი მოდის ბიზნესში - ვარსკვლავებს ჩვენებებზე დასწრებაში ფულს აღარ უხდიან

კრიზისი მოდის ბიზნესში - ვარსკვლავებს ჩვენებებზე დასწრებაში ფულს აღარ უხდიან

დღეს ნიუ-იორკში მოდის კიდევ ერთი მარათონი pret-a-porter იწყება, თუმცა წელს საორგანიზაციო საკითხებში რამდენიმე ცვლილებაა, რომელიც მოდის ბიზნესში ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია.

ერთ-ერთი ასეთი ცვლილება ვარსკვლავთა "ხელფასებია", რომლებსაც იმისთვის იღებენ, რომ დეფილეზე პირველ რიგში ბრწყინავდნენ. 

ამ მხრივ ნამდვილი "ოქროს საუკუნე" 2007-2008 წელები იყო. მაგალითად Max Azria-ს 2008 წლის ჩვენებაზე, პირველ რიგს ისეთი ვარსკვლავები ამშვენებდნენ, როგორებიც არიან რიანა, ფერჯი, ამი სმარტი, ჯოს სტოუნი, ბრიტანი მერფი, ჯეიმი კინგი, მენდი მური და ჯენიფერ გუდვინი. ამ ვარსკვლავთა ჰონორარი 100 000-ობით დოლარი იყო. შედარებისთვის 2012 წელს ამავე ბრენდის ჩვენება გაცილებით მოკრძალებული იყო. მას მხოლოდ ჯესიკა უათი, პეტრა ნემცოვა და ოლივია პალერმო დაესწრნენ.

"რა თქმა უნდა, არიან ისეთი სახეებიც, რომლებსაც ჯერ კიდევ უხდიან ფულს ჩვენებაზე დასწრებისთვის, თუმცა მათი ჰონორარები ახლა თვითმფრინავის ბილეთით, სასტუმროს ნომრის თანხების ანაზღაურებით შემოიფარგლება. ყველა საპატიო სტუმარს ბრენდისგან საჩუქრად ახალი კოლექციიდან რომელიმე სამოსი ან აქსესუარი გადაეცემა, თუმცა ამას ყველა და ყოველთვის აღარ აკეთებს", - აცხადებენ მოდის კულუარებში.

რა არის ამის მიზეზი? - ბიუჯეტი ამოწურულია. მოდის ბიზნესში სერიოზული კრიზისია. ბრენდებს აღარ აქვთ იმის ფული, რომ დეფილეზე ვარსკვლავთა წარმომადგენლობა დააფინანსონ.

გარდა ამისა, დეფილეები უკვე აღარ არის ექსკლუზიური. მათ ისედაც აშუქებს მედია. შესაბამისად, აღარ არის იმის აუცილებლობა, რომ ვარსკვლავებს დასწრებაში გრანდიოზული თანხები უხადონ.

მაგალითად, Marchesa-ს ჩვენებებზე ვარსკვლავების ჰონორარებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, მათ ბილეთების შეძენასაც კი სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შოუზე არავინ დაიშვება.

"დღეს კადრები დეფილედან იმდენად სწრაფად ვრცელდება ინტერნეტში, რომ მაყურებლები ამ მაგიით მოჯადოვებულნი არიან. ყველას აინტერესებს მხოლოდ სამოსი და არა ის, თუ ვინ ზის პირველ რიგში. ამას უბრალოდ აღარ აქვს მნიშვნელობა. ბლოგერები და რედაქტორები მოდურ ჩვენებებზე ისე დადიან, როგორც სამსახურში. ამისთვის მათ დამატებით ფულს უხდიან", - აცხადებს წყარო.

ახალი ტენდენცია ბრენდებს ფულის ეკონომიაში დაეხმარება. მაგალითად, ბიონსე, ჯენიფერ ენისტონი და ჯესიკა ჩესტეინი მოდურ ჩვენებაზე დასწრებასა და პირველ რიგში ჯდომისთვის  100 000 აშშ დოლარს, კერი ვაშინგტონი და ჯენუარი ჯონსი კი 40-60 000 აშშ დოლარს იღებენ.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება