ჰავაიზე "სტივენ ტაილერის კანონს" მიიღებენ

ჰავაიზე "სტივენ ტაილერის კანონს" მიიღებენ

მალე შტატ ჰავაიზე "სტივენ ტაილერის კანონს" მიიღებენ, რომელიც ვარსკვლავებს პაპარაცების ზედმეტი ყურადღებისგან დაიცავს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კანონს სახელი Aerosmith-ის სოლისტის პატივსაცემად დაარქვა.

ცნობილია, რომ მომღერალს კუნძულ მაუიზე სახლი აქვს, რომელსაც ხშირად სტუმრობს, თუმცა აბეზარი პაპარაცების ყურადღება რელაქსაციაში ხელს უშლის.

იგივე პრობლემა ჰავაიზე ჩასულ სხვა ვარსკვლავებსაც აქვთ. მაგალითად, ლეა მიშელს და კორი მონტეინს.

ადგილობრივი ხელისუფლება ფიქრობს, რომ თუ ვარსკვლავების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ვერ დაიცავენ, ჰავაიზე დასასვენებლად აღარავინ ჩავა.

კანონს ოფიციალურად მალე მიიღებენ. ცნობილია, რომ სპეციალურად ამ კანონისთვის ჯარიმები უკვე გაწერილია. მას, ვინც ვარსკვლავებს ხელს შეუშლის, საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება