რეცეპტი ფინქისგან: "როგორ დავიბრუნოთ ქმარი"

რეცეპტი ფინქისგან: "როგორ დავიბრუნოთ ქმარი"

ცნობილი პოპ-ვარსკვლავი ფინქი ჟურნალ Redbook-ის ახალი ნომრის მთავარი გმირია. ვარსკვლავმა მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში და რედაქციას საკმაოდ გულახდილი ინტერვიუც მისცა. მომღერალმა თავის გრძნობებზე და ოჯახზე ისაუბრა.

ფინქი და მისი მეუღლე, პროფესიონალი მოტომრბოლელი კერი ჰარტი ერთმანეთს 2001 წელს შეხვდნენ. 4 წლის შემდეგ ფინქმა მას თავად შესთავაზა დაქორწინება რბოლის დროს.  მალევე წყვილი ერთმანეთს დაშორდა. შესარიგებლად პირველი ნაბიჯის გადადგმა ისევ ფინქს მოუხდა:

"დაშორებიდან 11 თვის შემდეგ, კერიმ მთხოვა, რომ მის კლუბში საახალწლო საღამოზე გამოვსულიყავი. მინდოდა მისი ნახვა და თან კარგად გამოვიყურებოდი. არის რაღაც ასეთი დაშორებაში - დაშორების შემდეგ ყოველთვის ძალიან მაგრად გამოიყურები. არასდროს ვყოფილვარ ისეთი ლამაზი, როგორიც დაშორების შემდეგ 6 თვის მანძილზე. მოკლედ, დავთანხმდი სიმღერაზე.

ხმების შემოწმების შემდეგ ჩემს ნომერში მივიპატიჟე. მომზადებული მქონდა ფოტოალბომი, რომელშიც მოვათავსე ყველა მისი ნაჩუქარი ბარათი და ერთად გადაღებული ფოტოები. ბოლოს კი მხოლოდ ჩემი ფოტო ჩავსვი, სადაც სისხლში ვიყავი ამოთხვრილი. ფოტოს წარწერა ასეთი იყო "ეს მე ვარ შენს გარეშე". შემდეგ ახალშობილის ფოტო ჩავაწებე. ბოლოს კი ალბომში ჩვენი განქორწინების საბუთები იდო, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ხელმოწერილი. შემდეგ ვუთხარი: "დანარჩენი შენ გადაწყვიტე". რაც მთავარია ამ დროს მისი საყვარელი საცვლები მეცვა!" - იხსენებს მომღერალი.

მალევე ფინქი და მისი მეუღლე შერიგდნენ. 2011 წელს წყვილს ქალიშვილი უილოუ სეიჯი შეეძინა.

"პირველ დღეს ჯერ კიდევ საავადმყოფოში ბავშვს ისტერიკა დაემართა. კერი მაშინვე "მიიმალა ადგილიდან" და სიტუაციასთან გამკლავება მარტოს მომიხდა. ექთანი ძალიან დამეხმარა. მთელი ღამე გვერდით მეჯდა და მესაუბრებოდა, მე კი ამ დროს ბავშვი ხელში მეკავა. მაშინ პირველად ვიფიქრე, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა", - აცხადებს მომღერალი.

ფინქი ცნობილია თამამი სიმღერებით და თვალშისაცემი ვიდეორგოლებით. მისი კონცერტები ეპატაჟური ნომრებითაა გაფორმებული. სცენაზე ის ყოველთვის დარწმუნებულია თავის თავში.

"ჩემი კარიერის დასაწყისში იყვნენ ადამიანები, ვისაც არ სჯეროდა ჩემი. მეუბნებოდნენ, რომ ვერასდროს მოვხვდებოდი ჟურნალების გარეკანზე. ვიცი, რომ არ ვარ ძალიან ლამაზი, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობ, მაქვს ნიჭი, მხიარული და კარგი ადამიანი ვარ", - აცხადებს ფინქი.

"თავს მიმზიდველად მაშინ ვგრძნობ, როდესაც ტყავის შარვალი მაცვია და როდესაც ჩემი მეუღლე საჯდომზე მკიდებს ხელს. ბედნიერი ვარ, როდესაც უბრალოდ ვზივარ სავარძელში და ჩემი ქალიშვილი მოდის და მეხუტება", - დასძენს მომღერალი.

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ფინქმა ახალი სტუდიური ალბომი The Truth About Love გამოუშვა. რამდენიმე სიმღერა ამ ალბომიდან ნამდვილ ჰიტად იქცა.

მომზადებულია Redbook-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება