ბელგიის მაღაზიებში კოკაინიანი ბანანები შეიტანეს

ბელგიის მაღაზიებში კოკაინიანი ბანანები შეიტანეს

ბელგიის მაღაზიებში მიიღეს ყუთები ბანანით, რომლებშიც 66 კილოგრამი კოკაინი იყო დამალული. მისი ღირებულება დაახლოებით 3 მლნ ევროს შეადგენს.

კოკაინი სავაჭრო ქსელ Colruyt-ის ექვს მაღაზიაში აღმოაჩინეს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშია. ნარკოტიკები ცელოფნებში იყო დაფასოებული და ყუთებში იყო დამალული. თითოეულ მაღაზიაში დაახლოებით 11 კილოგრამი კოკაინი მიიტანეს.

ბანანით სავსე ყუთები კოლუმბიიდან საზღვაო გზით ჩაიტანეს. ევროპაში ისინი ანტვერპენის პორტის გავლით მოხვდნენ. მაღაზიათა ქსელ Colruyt-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნარკოტიკების გავრცელებაში არცერთი მათი თანამშრომელი არაა გარეული.

მომზადებულია RTL-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა