კიმ კარდაშიანს ქმარი არ ეყრება

კიმ კარდაშიანს ქმარი არ ეყრება

მას შემდეგ, რაც რეალითი-შოუს ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა ორსულობის შესახებ განაცხადა, პრესა ხშირად აქვეყნებს კიმის ბედნიერ ფოტოებს. თუმცა ყველაფერი ისე კარგად არ არის, როგორც ჩანს. კიმს ჯერ კიდევ ჰყავს ქმარი - NBA-ს კალათბურთელი კრის ჰემფრისი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კარდაშიანი ბავშვს სხვა კაცისგან ელოდება, ცოლთან განქორწინებას არ ჩქარობს.

განქორწინების პროცესი, რომელიც უკვე წელზე მეტია გრძელდება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიწელება. ჰემფრისის განცხადებით, მისი გრაფიკი წუთებშია გაწერილი და სასამართლოში მისვლას ამ წლის მაისამდე ვერ შეძლებს. კალათბურთელის ადვოკატმა კი ფრთხილად მიანიშნა ყველას, რომ ორსულობის გამოყენება განქორწინების დასაჩქარებლად არ არის ლამაზი საქციელი:

"კიმმა ორსულობაში შესანიშნავი საშუალება დაინახა, რომ სასამართლოში უპირატესობა ჰქონოდა და პროცესი დაეჩქარებინა", - განაცხადა ჰემფრისის ადვოკატმა.

ის ფაქტი, რომ კრისი მასთან განქორწინებას არ ჩქარობს, კიმს ნერვებს უშლის. სომხური წარმოშობის ამერიკელი ვარსკვლავი თვლის, რომ მისი "ჯერ კიდევ ქმარი" ყველაფერს სპეციალურად აკეთებს. კიმი იმდენად დაძაბულია, რომ შესაძლოა, საფრთხე მის ნაყოფსაც დაემუქროს.

რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავმა პირად ექიმს ღამით დაურეკა და ტკივილების შესახებ შეატყობინა. ექიმმა კიმს სტრესის დიაგნოზი დაუსვა და დასვენება ურჩია, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, კიმის ნაყოფს პრობლემა შეექმნას.

კიმი იმდენად გადაიღალა განქორწინების გახანგრძლივებით, რომ სასამართლოს ყველა ხარჯს თავად ფარავს.

კიმ კარდაშიანი და კრის ჰემფრისი 2011 წელს დაქორწინდნენ, თუმცა მათი ქორწილი მხოლოდ 72 დღეს გაგრძელდა. დაშორებიდან 1 თვის შემდეგ კიმმა ცნობილ რეპერთან, კენი ვესტთან გააბა რომანი და ახლა მისგან ბავშვს ელოდება.

მომზადებულია Huffington Post-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:

- "აღმოსავლეთის პრინცესა" - კიმ კარდაშიანი არაბული მოდის სამყაროს იპყრობს

-კიმ კარდაშიანის "მილიონიანი" სასმელი - ვარსკვლავის ახალი ბრენდის პრეზენტაცია ქუვეითში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება