რიანას ჯასტინ ბიბერთან სექსი ჰქონდა?

რიანას ჯასტინ ბიბერთან სექსი ჰქონდა?

ჰოლივუდში ახალი ჭორი გავრცელდა - ცნობილ პოპ-ვარსკვლავ რიანას მის 18 წლის კოლეგასთან, ჯასტინ ბიბერთან რომანი ჰქონდა. გავრცელებული ხმებით, სწორედ ეს გახდა ჯასტინის და მისი შეყვარებულის, სელენა გომესის დაშორების მთავარი მიზეზი.

ხმების მიხედვით, ვარსკვლავებს ფარული რომანი ჯერ კიდევ 2 წლის წინ ჰქონდათ გაჩაღებული, თუმცა ამ ფაქტს ყველა შესაძლო ხერხით მალავდნენ. რიანამ და ჯასტინმა რომანტიკული შეხვედრები 2011 წელს, კალათბურთის მატჩზე დასწრების შემდეგ დაიწყეს.

"სელენასთვის ეს მტკივნეული დარტყმა იყო. ჯასტინს რიანასთან რომანი მაშინ ჰქონდა, რომდესაც მას და სელენას რამდენიმე თვის ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთი უყვარდათ", - წერს ჟურნალი Life & Style.

გავრცელებული ხმები მალევე უარყვეს რიანას წარმომადგენლებმა, თუმცა არადამაჯერებლად. მომღერლის პრესსპიკერის თქმით, რიანა და ჯასტინი მეგობრობენ. ბიბერი მართლაც ხშირად ურეკავდა მის უფროს მეგობარს, რათა სასიყვარულო თემებზე რჩევები ეკითხა.

მომზადებულია Life & Style-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება