მერლინ მენსონს სცენაზე გული წაუვიდა

მერლინ მენსონს სცენაზე გული წაუვიდა

როკ-შემსრულებელი მერლინ მენსონი ეპატაჟური გამოსვლებით არის ცნობილი, თუმცა მისი ბოლო კონცერტი თავად მომღერლისთვისაც კი მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ვარსკვლავს სიმღერის დროს სცენაზე გული წაუვიდა.

ინციდენტი კანადაში, ქალაქ სასკატუნში გამართულ კონცერტზე მოხდა. მერლინს უეცრად გული წაუვიდა, როდესაც განმეორებით ასრულებდა სიმღერას Beautiful People.

თავიდან მუსიკოსებს არ გაჰკვირვებიათ - ექსცენტრული ქცევები მენსონის სასცენო იმიჯის განუყოფელი ნაწილია, თუმცა როცა შეამჩნიეს, რომ მომღერალი წამოდგომას აღარ აპირებდა, ტექნიკურ პერსონალს დაუძახეს და მენსონს წამოდგომაში დაეხმარნენ.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება