"გრემის" დაჯილდოებაზე ვარსკვლავებს თამამი სამოსის ჩაცმა აეკრძალათ

"გრემის" დაჯილდოებაზე ვარსკვლავებს თამამი სამოსის ჩაცმა აეკრძალათ

ტელეკომპანია CBS-მა ყველა ვარსკვლავს ოფიციალური წერილი გაუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ მათ "გრემის" დაჯილდოებაზე თამამი სამოსის ჩაცმა ეკრძალებათ.

"გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ქალის დუნდულები და მკერდი შესაბამისად იყოს დაფარული. ეპატაჟურად თამამ სამოსს პრობლემების გამოწვევა შეუძლია. გთხოვთ, თავი შეიკავოთ წელს ქვემოთ გაშიშვლებისგან. ასევე დაუშვებელია მკერდის ქვედა ნაწილის მოშიშვლება. თავი შეიკავეთ გამჭვირვალე სამოსისგან. დარწმუნდით იმაში, რომ გენიტალიების არეალი საიმედოდ იქნება დაფარული და რომ შემთხვევითი გაშიშვლება მთლიანად გამოირიცხება", - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

ტელეცენზორებს ყურადღებიდან არც სხვა ფაქტორები გამორჩენიათ:

"არ ჩაიცვათ სარეკლამო მაისურები. სამოსზე არ უნდა იყოს დატანილი უცხოენოვანი გამონათქვამები", - ნათქვამია ვარსკვლავებისადმი გაგზავნილ წერილში.

"გრემის" რიგით 55-ე დაჯილდოება ლოს-ანჯელესში 10 თებერვალსაა დაგეგმილი.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება