მადამ ტიუსოს მუზეუმში უიტნი ჰიუსტონის 4 ცვილის ფიგურა გამოფინეს

მადამ ტიუსოს მუზეუმში უიტნი ჰიუსტონის 4 ცვილის ფიგურა გამოფინეს

მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურათა მუზეუმში, ლეგენდარული მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის ერთდროულად 4 ცვილის ფიგურა გამოფინეს. თითოეული მათგანი ვარსკვლავის კარიერაში ყველაზე წარმატებულ წუთებს ასახავს.

გარდაცვლილი მომღერლის პირველი ორეული ისეთივე სამოსშია გამოწყობილი, როგორიც უიტნის 1991 წელს "სუპერთასზე" ეცვა. ქანდაკება ზუსტად იმეორებს ჰიუსტონის მიმიკებსა და ქცევას. ეს ცვილის ქანდაკება ბინას მადამ ტიუსოს ვაშინგტონის მუზეუმში დაიდებს.

მეორე ფიგურა ვარსკვლავის ბოლო ალბომზე დაბეჭდილი ფოტოს ასლია. ის ნიუ-იორკის მუზეუმში განთავსდება.

"მსახიობი-უიტნი" ფილმიდან "პირადი მცველი" - ასეთია ჰიუსტონის მესამე ცვილის ფიგურა. გასაკვირი არაა, რომ მას ჰოლივუდში დადგამენ. 

ლას-ვეგასში განთავსდება ცვილის მეოთხე ფიგურა, რომელიც ჰიუსტონის სიმღერის i wanna dance w somebody-ს მიხედვითაა შექმნილი.

4-ივე ცვილის ფიგურის პრეზენტაციას უიტნი ჰიუსტონის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება