75 წლის ჯეინ ფონდა ბერლინის კინოფესტივალზე

75 წლის ჯეინ ფონდა ბერლინის კინოფესტივალზე

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯეინ ფონდა არასდროს მალავდა, რომ პლასტიკური ქირურგიისთვის მრავალჯერ მიუმართავს. სახის კანის გადაჭიმვა, ბოტოქსი და სხვა მსგავსი კოსმეტიკური თუ ქირურგიული ჩარევა საკმაოდ დიდ თანხებსა და ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, როდესაც ჯეინ ფონდას შეხედავ, რომელსაც ყველაზე მწვავე კრიტიკოსიც კი ვერ უწოდებს მოხუცს, აცნობიერებ, რომ შედეგი გარისკვად ღირს.

ამ დღეეებში გერმანიაში ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოსფერტივალი გაიხსნა. წითელი ხალიჩაზე მსახიობები - იზაბელა როსელინი, ფრანცისკა პეტრი, რეჟისორიები - კრისტიან პეტცოლდი, ულრიხ ზაიდელი, ტომ ტიკვერი და ვიმ ვენდერსი, ასევე გერმანელი კინოვარსკვლავები და ჟიურის წევრები გამოჩდნენ. თუმცა მაყურებელი განსაკუთრებით ჯეინ ფონდას გამოჩენამ მოხიბლა.

75 წლის მსახიობი ფესტივალზე გრძელი კაბითა და ბეწვის მოსასხამით მივიდა. მომდგარი კაბა მის შესანიშნავ ფიგურას უსვამდა ხაზს. მოდის კრიტიკოსებმა ჯეინ ფონდა ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ვარსკვლავად დაასახელეს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება